ფიტნესინსტრუქტორმა, მაკა ხიზანიშვილმა, რომელმაც საზოგადოებას თავი გივი სიხარულიძესთან ენერგიული ცეკვით დაამახსოვრა "ფორტუნა პლუს"-თან ინტერვიუში სწორედ ამ თემაზე ისაუბრა.
ჟურნალისტი: მაკა, ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა და ინტერესი გამოიწვია ვიდეომ, რომელშიც გივი სიხარულიძესთან ერთად ცეკვავ. როგორ ფიქრობ, რამ გამოიწვია შენდამი ასეთი ინტერესი და რა იყო ამ ვიდეოს ასეთი გავრცელების მთავარი მიზეზი?
"ალბათ, ჩემი ვიზუალი და მეტი არაფერი. "სხვა რაკურსის" გადაღებაზე ვიყავით, როდესაც ეს ვიდეო გადავიღე და ტიკ-ტოკზე განვათავსე. მეორე დღეს მითხრეს, რომ ორმა პლატფორმამ წაიღო ჩემი ვიდეო. იმის მერე, ფეისბუქზე რომ შევდიოდი, სულ ჩემს ვიდეოებს მიგდებდა. არ ვიცი, საბოლოოდ რამდენმა პლატფორმამ წაიღო ეს ვიდეო, ასე ამბობდნენ, ვირუსივით გავრცელდაო", - თქვა მაკამ.