სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “უშენოდ ვერ ვჩერდებოდი..მთელი ღამე გირეკე, არ გამაგონე..” - ქუთაისში ავარიით დარუპული ერთ-ერთი ახალგაზრდას მამის სულისშემძვრელი პოსტი, რომელიც ყველას აატირებს

    “უშენოდ ვერ ვჩერდებოდი..მთელი ღამე გირეკე, არ გამაგონე..” - ქუთაისში ავარიით დარუპული ერთ-ერთი ახალგაზრდას მამის სულისშემძვრელი პოსტი, რომელიც ყველას აატირებს
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რამდენიმე დღის წინ ქუთაისის აეროპორტთან საზარელი ავარიის შედეგად 5 ახალგაზრდა დაიღუპა.

    მსუბუქი ავტომანქანა ქუთაისიდან სამტრედია ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა, როცა ბოძს შეეჯახა. სამწუხაროდ, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანა აფეთქდა. ბიჭები ისინი ადგილზე დაიღუპნენ. როგორც შევიტყვეთ ბიჭები მეგობრები და მეზობლები იყვნენ. მათთან ერთად ავტომანქანაში 2 გოგონა იმყოფებოდა, ისინიც მათი მეგობრები იყვნენ, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, მათგან ერთი გოგონა თურმე კლინიკაში გარდაიცვალა, ამ დრომდე მძიმეა კიდევ ერთი დაშავებული გოგონას მდგომარეობა, რომელიც კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

    ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის, გიორგი მამისეიშვილის მამა სოციალურ ქსელში სულის შემძვრელ პოსტს აქვეყნებს:

    ,,ჩემო ლამაზო გიო, რატო გამიმეტე მამა, მე თუ არ შეგეცოდე, შენი დედა და ჩემი რამაზიკო რატო არ შეიცოდე. დღე და ღამე უშენოდ ვერ ვჩერდებოდი, ისე გაგზარდეთ, სულ ფეხებში დაგსდევდი მამა. რამდენი ჩუმად უკან გამოგყოლივარ, ისე, არ გაგიგია. სულ მეშინოდა შენი, ისეთი მოუსვენარი იყავი. რამაზიკოს უფრო არ მეშინოდა. მიტო გირეკავდი სულ, რათ უნდა ამდენი დარეკვაო. მთელი ღამე გირეკე, მამა, არ გამაგონე… რა მეშველება უშენოდ მამა… ჩემო შვილო, აწი, რამაზიკოს გულისთვის და შენი სულისთვის უნდა ვიცოცხლო… უშიშარი იყავი, სიკვდილისაც არ გეშინოდა. რატო ჩამოუგდე შენ რამაზიკოს მხარი. რამაზიკოს შვილი რომ შეეძინება, მერე ორი წელი წავალ საზღვარგარეთო, რატო არ დაიცადე, რატო იჩქარე, რა ქენი ეს. ასეთი ძმაკაცობა რა გქონდათ ასე ერთად რო წადით ყველა… მარა ღმერთს ასეთი ვაჟკაცები უნდა. ატირეთ მთელი გეგუთი, ყველა შოკშია. აბა შენ იცი, მე ვერ დაგტოვე ჩემთან, ძმაკაცებთან ერთად წადი, მიხედეთ ერთმანეთს. ამის იმედი მაქვს, აქედან მე მოგხედავ. როცა წამოვალ შენთან, რაფერ დამხვდები, ვნახავ, ჩემო გიო”, – წერს კობა მამისეიშვილი სოციალურ ქსელში.