სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 9 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით მამინაცვლის მამა დააკავეს

    9 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით მამინაცვლის მამა დააკავეს
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    9 წლის ბიჭზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 60 წლამდე კაცი. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უდასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

    გამოძიება ოჯახში ძალადობის, 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო. რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში თვითმხილველთა გამოკითხვა მიმდინარეობს.

    ინფორმაცია რუსთავში, 9 წლის ბიჭზე ფიზიკური ძალადობის შესახებ, სოციალურ ქსელში 5 ივლისს, თვითმხილველმა, რუსკა მჭედლიძემ გაავრცელა.

    ის წერდა, რომ 4 ივლისს, ძალადობის შემდეგ, გამოკითხვაზე დედასთან ერთად გადაყვანილ ბავშვს „დააწერინეს, რომ წაიქცა“, არავის უცემია და შესაბამისად, საქმის წარმოება შეწყდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის მუხლით გამოძიება 5 ივლისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ინფორმაცია ბავშვზე ძალადობის შესახებ სოციალურ ქსელში გასაჯაროვდა.

    გამოძიების თანახმად, 9 წლის ბიჭი მამინაცვლის მამამ, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, არაერთი ადამიანის თვალწინ სცემა:

    „მესამე სართულის აივანზე ვიყავი, გადავიხედე, ბავშვი ეგდო ძირს, კაცი ედგა თავზე და ურტყამდა წიხლებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას რუსკა მჭედლიძემ, რომელიც 6 ივლისს, რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა გამოკითხვაზე.



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ