სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • PHOTO: „ვარჯიშზე ტრავმას მხოლოდ კალათბურთელები არ იღებენ...“ - ნახეთ რა შეემთხვა ნაკრების მწვრთნელს

    PHOTO: „ვარჯიშზე ტრავმას მხოლოდ კალათბურთელები არ იღებენ...“ - ნახეთ რა შეემთხვა ნაკრების მწვრთნელს
    10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები გაფართოებული შემადგენლობით შეიკრიბა. 5-დან 12 ივლისამდე ვარჯიშები დიღმის არენაზე იმართება, რომლებსაც ძირითადად სასელექციო სახე აქვს და მას ეროვნული ნაკრების სტაჟიანი მოთამაშეები თავისუფალი გრაფიკით, ფორმის აღსადგენად ესწრებიან.

    საქართველოს ნაკრების გენერალური შეკრება ტრევიზოში 21 ივლისს დაიწყება, სადაც ჩვენი გუნდი 10 დღე ინტენსიურად ივარჯიშებს. იტალიაში ნაკრები 16 კალათბურთელით იქნება, საიდანაც საბოლოოდ ის 12 მოთამაშე შეირჩევა, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე, იაპონიაში გასამგზავრებელ შემადგენლობაში მოხვდებიან.

    ერთ-ერთი ვარჯიშისას ტრავმა მიიღო ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა, რომელმაც სოცმედიაში გამოაქვეყნა ფოტო მინაწერით:

    „ვარჯიშებზე ტრავმებს მხოლოდ მოთამაშეები არ იღებენ… მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ნაკრების ექიმებს თემურ ხვედელიძეს, ზურა სულეიმანაშვილს, თორნიკე გოგიჩაიშვილსა და მაია სვანიძეს“.

    PHOTO: „ვარჯიშზე ტრავმას მხოლოდ კალათბურთელები არ იღებენ...“ - ნახეთ რა შეემთხვა ნაკრების მწვრთნელს