სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: „ძალიან ცუდი აზრები მაწუხებდა, სანამ მივხვდებოდი რა მინდოდა...“ - ნეკა დოროყაშვილი

    VIDEO: „ძალიან ცუდი აზრები მაწუხებდა, სანამ მივხვდებოდი რა მინდოდა...“ - ნეკა დოროყაშვილი
    10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ცოტა ხნის წინ მოდელი ნეკა დოროყაშვილი ახალი ვარცხნილობით გამოჩნდა. გამომწერებს ეგონათ, რომ მან მოკლე სტილის პარიკი მოირგო და ეს მხოლოდ დროებითი იყო, რადგან რატომღაც, გრძელი თმის შეჭრას დიდი სინანული ახლავს თან და ქალები ამ ნაბიჯის გადადგას ერიდებიან ხოლმე. თუმცა, „ახალი გოგო, ახალი ცხოვრებაო“ - დაწერა ნეკამ.

    როგორც ნეკა დოროყაშვილი ამბობს, მას აღარასდროს არ უნდა, რომ გრძელი თმები ჰქონდეს.

    „6 წლის ასაკში მქონდა ბოლოს კარე შეჭრილი და რაღაცნაირად მოხდა ჩემს გონებაში სულიერი დიდი გარდასახვა და გადავწყვიტე, რომ აღარასდროს აღარ მინდა გრძელი თმა. სარკეში რომ ვიყურებოდი ვამბობდი, ეს გოგო სხვა არის. ვფიქრობდი რა შემეცვალა. იმასაც ვფიქრობდი რამე ხომ არ გამეკეთებინა - პლასტიკურ ოპერაცია. ძალიან ცუდი აზრები მაწუხებდა იქამდე, სანამ მივხვდებოდი რა მინდოდა. და აი ახალი ნეკაც გაჩნდა“,- ამბობს ნეკა დოროყაშვილი.