სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: "შენ ფულს ბ*ზებსა და დანა უაითს ახარჯავ, ახლა მეფე მე ვარ" - ჯეიკი პოლი მაკრეგორს

    VIDEO: "შენ ფულს ბ*ზებსა და დანა უაითს ახარჯავ, ახლა მეფე მე ვარ" - ჯეიკი პოლი მაკრეგორს
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კონორ მაკგრეგორი და ახალგაზრდა იუთუბერი, ჯეიკ პოლი, რომელიც ბოლო დროს ძალებს კრივში სცდის, ერთმანეთს სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ.

    ჯეიკმა განაცხადა, რომ ირლანდიელი აქტიურ ბრძოლას უნდა დაბრუნებოდა.

    მაკრეგორმა კი ჯეიკს ასე უპასუხა: "შენ 2 ბრძოლა ჩაატარე და 70.000 ტრანსლაცია გაყიდე. შენ არავინ ხარ".

    კონორის ამ სიტყვებს კი ჯეიკმა კვლავ უპასუხა.

    “კონორ, კონორ. შენ თვითერზე უფრო აქტიური ხარ ვიდრე ოქტაგონზე. შენ უნდა შეწყვიტო სასმლის მიღება და დაიწყო ბრძოლების მიღება. შენ ცოლს უფრო ხშირად ღალატობ, ვიდრე ოქტაგონზე იბრძვი. შენ პრიორიტეტები არეული გაქვს. დადე ბოთლი და დაუბრუნდი ბრძოლას. შენ 5 წელია ბრძოლა არ მოგიგია.

    ბოლოს კოუბოის მოუგე, რომელიც შენთან ბრძოლის შემდეგ ყველასთან დამარცხდა. შენ ამბობ რომ არავინ ვარ. შენს პირველ ბრძოლაზე 2 კაცი იყო, ჩემს პირველ ბრძოლაზე კი სავსე მედისონ სქუეარ გარდენი, კრივის მექა. შენ შენს მე-18 ბრძოლაში 150.000$ მიიღე, მე კი მე-5 ბრძოლაში 15 მილიონი გამოვიმუშავე. გინდა გაყიდულ ტრანსლაციებზე ვისაუბროთ? ნეიტ რობისნონი – 1.8 მილიონი, ბენ ასკრენი – 500 ათასი, ტაირონ ვუდლი 1 – 500 ათასი, ტაირონ ვუდლი 2, რომელიც არავის აინტერესებდა, 200.000.

    მე ფულს სხვა, დაუფასებელ მებრძოლებს ვუყოფ. შენ კი ფულს ბ*ზებსა და დენა უაითს ახარჯავ. ეს ჩემი თამაშია, ახალი მეფე მე ვარ", - უთხრა ჯეიკმა კონორს.