წარმოშობით ქართველი, რუსეთში მოღვაწე მომღერალი, დიანა ღურწკაია სოციალურ ქსელებში ახალი სიმღერის და მისი მაგიის შესახებ ისაუბრა.
"როცა ახალ სიმღერაზე ვიწყებ მუშაობას, ყოველთვის ვეკითხები ჩემს თავს: ამჯერად რა მინდა ვუთხრა მსმენელს? რა გრძნობების გამოხატვა მსურს მუსიკით?
მეჩვენება, რომ ეს ყველაზე სწორი გზაა, რადგან მუსიკა არის დიალოგი, საუბარი იმაზე, რაც შენთვის მნიშვნელოვანია. მით უფრო სასიამოვნოა, როცა მსმენელი იზიარებს ამ გრძნობებს. მაშინვე ხვდები, რომ იმავე ტალღის სიგრძეზე ხარ, ეს არის შემოქმედების ნამდვილი მაგია", - წერს მომღერალი.