სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO:“საშინელება ხდება გვიშველეთ…”- კადრები სტიქიის ადგილიდან

    VIDEO:“საშინელება ხდება გვიშველეთ…”- კადრები სტიქიის ადგილიდან
    9 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სამეგრელოში კლიმატური პირობების გაუარესების შედეგად ადიდებულმა მდინარე ტეხურამ გაერთიანებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა დააზიანა. სტიქიის შედეგად დაზიანებულია ქალაქ სენაკის მკვებავი ორი 300 მმ-იანი და ქალაქ ფოთის მკვებავი 700 მმ-იანი ცენტრალური მილები.

    სტიქიის გამო დატბორილი საცხოვრებელი სახლები, ზოგიერთ ქუჩაზე პარალიზებულია მოძრაობა. ადგილობრივები მოვარდნილ წყალს ვერ უმკლავდებიან.

    საცხოვრებელი სახლები ტალახით დაიტბორა.

    „საცხოვრებლად აღარ ვარგა აქაურობა. შარშან ავეჯი გადავარჩინეთ, მაგრამ წელს არაფერი გადარჩა. საშინელება ხდება, გვიშველეთ!“ „არ ვიცით ამ წყალდიდობას როგორ გავუმკლავდებით“, „უძლური ვართ ბუნებასთან“,-წერენ სოციალურ ქსელში.