სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: „დამესიზმრა რომ ველოსიპედზე ვკატაობდიო... მამამ ეს ოცნებაც აგვისრულა“-დათის დედა ემოციურ ვიდეოს ავრცელებს

    VIDEO: „დამესიზმრა რომ ველოსიპედზე ვკატაობდიო... მამამ ეს ოცნებაც აგვისრულა“-დათის დედა ემოციურ ვიდეოს ავრცელებს
    9 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    შარტავას ქუჩაზე დაშავებული დათი ქოქრაშვილის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში შვილის მორიგ ვიდეოს აქვეყნებს, თუ როგორი ბედნიერია დათი ველოსიპედით სეირნობით.

    „თუ გახსოვთ ის ვიდეო, დამესიზმრა რომ ველოსიპედზე ვკატაობდიო. აი მამამ ეს ოცნებაც აგვისრულა, მართალია ისეთმა წვიმამ მოგვისწრო ლამის დაგვეხრჩო ბავშვი (ტრაქეა ისევ გახსნილი აქვს და წყალი ჩაუვიდა) კიდევ ერთხელ გადამარჩინა ღმერთმა სიკვდილსო. უფალი სულ ჩვენს გვერდით არის და ბევრ ოცნებას აგვისრულევს კიდევ“, – წერს დათის დედა.