გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში ერთ-ერთი მაღაზიიდან კონტრაბანდული სიგარეტი ამოიღეს.
სპეციალური ღონისძიება შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა განახორციელეს.
სავაჭრო ობიექტში მათ მხოლოდ დასაწყობებული საქონელი ნახეს.
მაღაზიის მფლობელმა განაცხადა, რომ სოციალური დაუცველია და ჭირდებოდა თანხა, ასევე აღნიშნა, რომ როდესაც სამეწარმეო საქმიანობა დაიწყო, არ იყო გაცნობილი სათანადო კანონდებლობას, ამიტომ შეღავათი ითხოვა.