საქართველოს ვიცე-ჩემპიონი "დინამო თბილისი" კონფერენს ლიგის საგზურისთვის იბრძვის და პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ესტონურ "პაიდეს" სტუმრობს.
გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ესტონელების გამარჯვებით, 2:3 დასრულდა, მაგრამ დავით სხირტლაძემ 69-ე წუთზე გაიტანა და ორ-მატჩიან დუელში ანგარიში გაათანაბრა.
მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობა დამტებით დროშიც ვერ გაირკვა, ჯერ ანტილევსკიმ გაზარდა დინამოელთა უპირატესობა ორამდე, მაგრამ 115-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით მეტოქემ ორ-მატჩიან დუელში წონასწორობა აღადგინა და ყველაფერი პენალტების სერიამდე მივიდა.
"პაიდემ" პენალტების სერიაში 6:5 გაიმარჯვა, გადამწყვეტ მომენტში ქართველთა მხრიდან პენალტი ხარაბაძემ ვერ გამოიყენა.
იხილეთ ვიდეო აქ