"ნაპოლიმ" სამოყვარულო კლუბი "ანეუნე" 10:0 გაანადგურა. ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი ტაიმი ითამაშა, დუბლი შეასრულა და საგოლე პასი გააკეთა.
მატჩის დასრულების შემდეგ ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, სხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
"კვარა არის ფეხბურთელი, რომელიც ხშირად მიდის მეტოქეზე, რომელმაც იცის, როგორ იმოძრაოს მარჯვნივ და მარცხნივაც, ასევე იცის, როგორ დაასრულოს მოქმედება. შესანიშნავი ფეხბურთელია და სწორედ ის არის, ვინც ინსინიეს შესაცვლელად სწორ ვარიანტად მივიჩნიეთ. მას დიდებული უნარები აქვს", - ამბობს სპალეტი.