სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რატომ გაგრძელდა სააკაშვილის სამედიცინო შემოწმება 4 საათი - პოლონელმა ექიმებმა კლინიკა "ვივამედში" იმყოფებოდნენ

    რატომ გაგრძელდა სააკაშვილის სამედიცინო შემოწმება 4 საათი - პოლონელმა ექიმებმა კლინიკა "ვივამედში" იმყოფებოდნენ
    9 თვის და 4 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კლინიკა "ვივამედი", რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ არის განთავსებული, განცხადებას ავრცელებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. კლინიკის მტკიცებით, საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დამძიმებულა, ლაბორატორიული მონაცემები კი სტაბილურ დინამიკას აჩვენებს.

    პოლონელმა ექიმებმა კლინიკა "ვივამედი" გვიან ღამით დატოვეს. პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო შემოწმება, დაახლოებით, ოთხი საათს გაგრძელდა.

    პოლონელმა მედიკოსებმა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია ქართველი ექიმებისგანაც მიიღეს. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ინფორმაციით, 5 ექიმისგან დაკომპლექტებული სამედიცინო მისიის შედეგები საჯარო არ იქნება.