სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • გუშინ ღამით ნოდარ მელაძე გაძარცვეს

    გუშინ ღამით ნოდარ მელაძე გაძარცვეს
    7 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ თბილისში, ლესელიძის ქუჩაძე, ამავე ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის მანქანა გაძარცვეს.

    როგორც ჟურნალისტი ამბობს, მას ავტომობილში ყველაფერი არეული, გადმოყრილი დახვდა. წაიღეს მხოლოდ გარე მეხსიერების ბარათი, სადაც ჟურნალისტი პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო მასალებს ინახავდა. მელაძის თქმით, სხვა ყველა ნივთი ადგილზე დახვდა.