სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ცოტა ხნის წინ პოპოვიჩმა დამირეკა და მითხრა, რომ..." - სანდრომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

    "ცოტა ხნის წინ პოპოვიჩმა დამირეკა და მითხრა, რომ..." - სანდრომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
    9 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "სან ანტონიო სპურსის" კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა Antonio San Express-News-თან ინტერვიუში სამომავლო გეგმებისა და მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ქართველმა მოთამაშემ ტეხასელებთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებაში უდიდესი როლი ლეგენდარულმა გრეგ პოპოვიჩმა ითამაშა.

    "კონტრაქტის გახანგრძლივების წინ გრეგ პოპოვიჩმა დამირეკა და წარმატებები მისურვა. ძალიან, ძალიან ბედნიერი ვიყავი. მისი სატელეფონო ზარი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ყოველთვის მსურდა, რომ პოპოვიჩის ხელმძღვანელობის ქვეშ მეთამაშა. საოცარი შეგრძნებაა, რომ მასთან ასეთი ურთიერთობა მაქვს.

    რაც შეეხება მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატს, ერთი სული მაქვს,
    პარკეტზე როდის გავალ, ვეცდები საუკეთესო კალათბურთი ვითამაშო",
    - განაცხადა მამუკელაშვილმა.

    შეგახსენებთ, მამუკელაშვილი გრეგ პოპოვიჩის გუნდს გასულ სეზონში "მილუოკი ბაქსიდან" შეუერთდა. ქართველმა "სპერსში" 18 მატჩი ჩაატარა, სანდრო მოედანზე საშუალოდ 22.50 წუთს ატარებდა, მისი მონაგარი კი 10.2 ქულა, 6.6 მოხსნა, 2.3 შედეგიანი გადაცემა, 0.6 ჩაჭრა და 0.3 დაფარება გახლდათ.

    წყარო: sportall.ge