სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ზურიკო დავითაშვილს იტალიაში იწვევენ - ნახეთ „ბორდოს” გადაწყვეტილება

    ზურიკო დავითაშვილს იტალიაში იწვევენ - ნახეთ „ბორდოს” გადაწყვეტილება
    9 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ზურიკო დავითაშვილს იტალიაში იწვევენ.

    „ბორდომ“ მის ტრანსფერზე წინადადება მიიღო, ჟირონდელებს ფეხბხურთელის სანაცვლოდ ცხრა მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ კლუბმა უარი თქვა – ინფორმაციას France Bleu Gironde ავრცელებს.

    „წამყვან ფეხბურთელებთან კონტრაქტების გაფორმებით „ბორდოს“ ხელმძღვანელობამ ახალი სეზონისთვის გუნდის დაკომპლექტების მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

    France Bleu Gironde-სთვის ცნობილი გახდა, რომ „ბორდოს“ დირექტორთა საბჭომ ქართველი ფეხბურთელის, 22 წლის ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერზე შეთავაზება მიიღო.

    ზურიკოს კონტრაქტი „ბორდოსთან“ 2027 წლამდე აკავშირებს. ერთ-ერთმა იტალიურმა კლუბმა ფრანგებს ტრანსფერში ცხრა მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ „ბორდომ“ უარი თქვა. „ტრანსფერმარკტის“ მიხედვით, დავითაშვილის სატრანსფერო ღირებულება სამი მილიონი ევროა“, – წერს ვებ-გვერდი France Bleu Gironde-ი.