სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

    14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
    9 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ვერძი - 14 ივლისს თქვენი საქმიანობა კონტაქტებთან, მოგზაურობასთან ან ინფორმაციის აქტიურ მიმოცვლასთან იქნება კავშირში. 13 ივლისის დაბნეულობა ღამემდე გაგრძელდება, შესაბამისად, შესაძლოა, ყველაფერმა შეუფერხებლად არ ჩაიაროს. წარმატების მისაღწევად, გირჩევთ მეტად ორიენტირდეთ დეტალებზე.

    კურო - წარმატების მისაღწევად გირჩევთ შემწყნარებლობისა და კომუნიკაბელურობის გამოვლენას. უმჯობესია გამოავლინოთ ცნობისმოყვარეობა.

    ტყუპები - თქვენი წარმატება არა მხოლოდ გარემოებებზე, არამედ პრაქტიკაზეც არის დამოკიდებული. ტყუპების ერთ-ერთ უპირატესობას კომუნიკაბელურობა და ცნობისმოყვარეობა წარმოადგენს. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ მიმდინარე მოვლენებს. დღის განმავლობაში 13 ივლისის დაძაბულობა თავს შეგახსენებთ. დარჩება შეცდომებისა და გაღიზიანების რისკი.

    კირჩხიბი - ნუ გექნებათ იმედი, რომ თქვენი გეგმები სრულყოფილად განხორციელდება. დიდი ალბათობით თქვენ დამაბნეველ, გაურკვეველ გარემოში აღმოჩნდებით, შესაბამისად, გირჩევთ სწორად დაალაგოთ გეგმები.

    ლომი - მაქსიმალურად ეცადეთ, რომ მყარად იდგეთ და არ გადაუხვიოთ გზას. შეცდომები შესაძლოა სასაცილოდ და უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ, სანამ საქმე ისეთ პრაქტიკულ საკითხებს არ შეეხება, როგორებიცაა ბიზნესი და ფინანსები. დღის განმავლობაში გექნებათ მსუბუქი განწყობა და სასიამოვნო კომუნიკაცია.

    ქალწული - თქვენთვის მნიშვნელოვანია დასახული ტაქტიკის სრული სიზუსტის დაცვა, რაც დაგეხმარებათ საკამათო სიტუაციებთან გამკლავებაში.

    სასწორი - ეს დღე თქვენთვის იღბლიანია, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ყველა პრობლემა თავიდან იქნეს აცილებული. დიდი ალბათობაა იმისა, რომ წინა დღის მოვლენები კვლავ გაგრძელდეს განსაკუთრებით, თუ სახლიდან შორს იმყოფებით. საბედნიეროდ, გაუგებრობა შეიძლება დიპლომატიური საუბრითა და იუმორით მოაგვაროთ.

    მორიელი - გირჩევთ ამ დღეს გამოიჩინოთ მეტი კომუნიკაბელურობა და ხალისიანობა. არ მიანიჭოთ უმნიშვნელო პრობლემებს დიდი მნიშვნელობა. ასეთ შემთხვევაში, მცირედი პრობლემაც კი შეიძლება გამწვავდეს და მისი მოგვარება მნიშვნელოვნად გართულდეს.

    მშვილდოსანი - 13 ივლისს შესაძლოა საქმიანობაში შესაძლოა აღმოაჩინოთ ტყუილი და გაურკვევლობა. ბიზნესსა და პროფესიულ საქმიანობაში მოერიდეთ თამაშს, რადგან ის შეიძლება ფარულ, უსამართლო დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

    თხის რქა - არ დაივიწყოთ არსებული სიტუაციის სირთულე. შესაძლოა მოულოდნელად უსიამოვნო სიურპრიზი გამოჩნდეს. ჯობს არ მიიღოთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილება. პირიქით, ეძებეთ მისაღები კომპრომისები. ნუ გარისკავთ, თუ თქვენი ჯანმრთელობა საფრთხეშია.

    მერწყული - სათანადოდ შეაფასეთ წარმოშობილი რისკები. შესაბამისი კონტროლის გარეშე მცირე პრობლემები შესაძლოა გაიზარდოს. ამიტომ ნურაფერზე დახუჭავთ თვალს.

    თევზები - გირჩევთ დაღამებამდე იყოთ პასიური, თუ არ არსებობს მოქმედების განხორციელების გადაუდებელი აუცილებლობა. შესაძლოა ამის გამო სხვების მხრიდან მიიღოთ უკმაყოფილება, თუმცა პრობლემების თავიდან აცილება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე არასწორი ნაბიჯი.