სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • გლობალური დათბობის გამოვლინება საქართველოში- რა გველის წინ

    გლობალური დათბობის გამოვლინება საქართველოში- რა გველის წინ
    9 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჩვენ­ში ზა­ფხუ­ლი კა­ლენ­და­რუ­ლად დიდი ხა­ნია დად­გა, მაგ­რამ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ კი­დევ არ გვაქვს სტა­ბი­ლუ­რად თბი­ლი პე­რი­ო­დი. მაის-ივ­ნი­სის უხვნა­ლე­ქი­ა­ნო­ბამ, უა­მინ­დო­ბამ, წყალ­დი­დო­ბამ და წყალ­მო­ვარ­დნამ უკვე ივ­ლის­შიც ადა­მი­ა­ნებს სიმ­შვი­დის სა­ფუძ­ვე­ლი და­უ­კარ­გა.

    რა იწ­ვევს ასეთ ამინდს, არის თუ არა ეს გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბა, რო­დის გვქონ­და მსგავ­სი უხვნა­ლე­ქი­ა­ნი პე­რი­ო­დი უახ­ლო­ეს წარ­სულ­ში, რას ამ­ბობს სტა­ტის­ტი­კა და რა ამიდ­ნია მო­სა­ლოდ­ნე­ლი მიმ­დი­ნა­რე ზა­ფხულ­ში, ამა­ზე გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, ლიკა მეგ­რე­ლი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

    - ადა­მი­ა­ნე­ბი ბოლო დროს ბუ­ნე­ბის კა­ნო­ნე­ბის შეც­ვლას ცდი­ლო­ბენ, რა­საც ხში­რად და­დე­ბი­თი შე­დე­გი არ მო­აქვს...

    - კი, ასეა. კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას დიდ­წი­ლად ეს იწ­ვევს. სწო­რედ კლი­მა­ტის ამ ცვლი­ლე­ბას აქვს ად­გი­ლი ახლა დე­და­მი­წა­ზე, მათ შო­რის, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში.

    ამ ყვე­ლა­ფერს გა­ნა­პი­რო­ბებს რო­გორც ბუ­ნებ­რი­ვი ფაქ­ტო­რი, ასე­ვე ადა­მი­ა­ნუ­რი, ანუ ან­თრო­პო­გე­ნუ­რი ფაქ­ტო­რი. არ­სე­ბობს არა­ერ­თი სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი სტა­ტის­ტი­კაც, რომ­ლის თა­ნახ­მად, ეს ცვლი­ლე­ბე­ბი მე­ტად ან­თრო­პო­გე­ნუ­რი ფაქ­ტო­რის გა­მოა გა­მოწ­ვე­უ­ლი, ვიდ­რე ბუ­ნებ­რი­ვით.

    გლობალური დათბობის გამოვლინება საქართველოში: უჩვეულოდ უხვნალექიანი მაის-ივნისი, წყალდიდობები ივლისში და ძლიერი ქარები - რა გველის წინ?
    10:32 / 14-07-2023
    გლობალური დათბობის გამოვლინება საქართველოში: უჩვეულოდ უხვნალექიანი მაის-ივნისი, წყალდიდობები ივლისში და ძლიერი ქარები - რა გველის წინ?
    ჩვენ­ში ზა­ფხუ­ლი კა­ლენ­და­რუ­ლად დიდი ხა­ნია დად­გა, მაგ­რამ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ კი­დევ არ გვაქვს სტა­ბი­ლუ­რად თბი­ლი პე­რი­ო­დი. მაის-ივ­ნი­სის უხვნა­ლე­ქი­ა­ნო­ბამ, უა­მინ­დო­ბამ, წყალ­დი­დო­ბამ და წყალ­მო­ვარ­დნამ უკვე ივ­ლის­შიც ადა­მი­ა­ნებს სიმ­შვი­დის სა­ფუძ­ვე­ლი და­უ­კარ­გა.

    რა იწ­ვევს ასეთ ამინდს, არის თუ არა ეს გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბა, რო­დის გვქონ­და მსგავ­სი უხვნა­ლე­ქი­ა­ნი პე­რი­ო­დი უახ­ლო­ეს წარ­სულ­ში, რას ამ­ბობს სტა­ტის­ტი­კა და რა ამიდ­ნია მო­სა­ლოდ­ნე­ლი მიმ­დი­ნა­რე ზა­ფხულ­ში, ამა­ზე გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, ლიკა მეგ­რე­ლი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

    - ადა­მი­ა­ნე­ბი ბოლო დროს ბუ­ნე­ბის კა­ნო­ნე­ბის შეც­ვლას ცდი­ლო­ბენ, რა­საც ხში­რად და­დე­ბი­თი შე­დე­გი არ მო­აქვს...

    - კი, ასეა. კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას დიდ­წი­ლად ეს იწ­ვევს. სწო­რედ კლი­მა­ტის ამ ცვლი­ლე­ბას აქვს ად­გი­ლი ახლა დე­და­მი­წა­ზე, მათ შო­რის, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში.

    ამ ყვე­ლა­ფერს გა­ნა­პი­რო­ბებს რო­გორც ბუ­ნებ­რი­ვი ფაქ­ტო­რი, ასე­ვე ადა­მი­ა­ნუ­რი, ანუ ან­თრო­პო­გე­ნუ­რი ფაქ­ტო­რი. არ­სე­ბობს არა­ერ­თი სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი სტა­ტის­ტი­კაც, რომ­ლის თა­ნახ­მად, ეს ცვლი­ლე­ბე­ბი მე­ტად ან­თრო­პო­გე­ნუ­რი ფაქ­ტო­რის გა­მოა გა­მოწ­ვე­უ­ლი, ვიდ­რე ბუ­ნებ­რი­ვით.



    გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა, მყინ­ვა­რუ­ლი სა­ფა­რის შემ­ცი­რე­ბა, მყინ­ვა­რე­ბის უკან და­ხე­ვა, გახ­ში­რე­ბუ­ლი ექ­სტრე­მა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი, ზღვის დო­ნის აწე­ვა და კი­დევ ბევ­რი რამ არის კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გი.

    სა­ქარ­თვე­ლო­შიც გვაქვს გარ­კვე­უ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად, მო­მა­ტე­ბუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ნა­ხე­ვა­რი გრა­დუ­სი­თაა მო­მა­ტე­ბუ­ლი, თუმ­ცა ცალ­კე­ულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა ერთ გრა­დუ­სამ­დე აღ­წევს.

    - ე.ი. დათ­ბო­ბის ტენ­დენ­ცი­აა გა­მოკ­ვე­თი­ლი.

    - კი, თუმ­ცა ჩვენ წლი­უ­რი დათ­ბო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბებ­ზე ვსა­უბ­რობთ, რაც წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც არა­ერ­თგვა­როვ­ნად არის გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი. არის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, სა­დაც დათ­ბო­ბის მა­ღა­ლი ნიშ­ნუ­ლე­ბი გა­მოვ­ლინ­და და ასე­ვე ისე­თი, სა­დაც დათ­ბო­ბას არამ­დგრა­დი ხა­სი­ა­თი აქვს. რო­გორც ვნა­ხეთ, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დათ­ბო­ბა ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში და შე­მოდ­გო­მის და­სა­წყის­ში გვაქვს, თუმ­ცა არის გარ­კვე­უ­ლი წლე­ბი, რო­დე­საც დათ­ბო­ბა არ აღი­ნიშ­ნე­ბა და პი­რი­ქით, აგ­რი­ლე­ბის ტენ­დენ­ცი­ე­ბია, მა­გა­ლი­თად, იგი­ვე მა­ის­ში, ასე­ვე შე­მოდ­გო­მის ბო­ლოს, ზამ­თრის და­სა­წყის­ში... თუმ­ცა ზო­გა­დად, უპი­რა­ტე­სი ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბის ტენ­დენ­ცი­აა.

    თუ ამ კონ­კრე­ტულ სე­ზონ­ზე ვი­ლა­პა­რა­კებთ, რა­საც მიმ­დი­ნა­რე და კა­ლენ­და­რუ­ლი ზა­ფხუ­ლი ჰქვია, მო­მა­ტე­ბუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ჯერ­ჯე­რო­ბით არ იგ­რძნო­ბა. სიგ­რი­ლის­კენ, ნა­ლე­ქის­კე­ნაა ყვე­ლა­ფე­რი მიდ­რე­კი­ლი, არას­ტან­დარ­ტუ­ლი ამინ­დე­ბია...

    - გარ­კვე­უ­ლი სი­ნოპ­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­აა შექ­მნი­ლი და ამ­ჟა­მად ეს ცირ­კუ­ლა­ცი­უ­რი პრო­ცე­სია (გა­სულ თვე­ებ­ზე ვსა­უბ­რობ, მა­ის­სა და ივ­ნის­ზე), რაც ხელს უწყობს ნა­ლე­ქი­ა­ნი პი­რო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. ასე­თი პი­რო­ბე­ბი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი იყო არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, არა­მედ მთელ კავ­კა­სი­ა­ზე და ასე­ვე ხმელ­თა­შუ­ა­ზღვის აუ­ზის, მთლი­ა­ნად ევ­რო­პის ნა­წილ­ზე. მა­შინ, რო­დე­საც ევ­რო­პის ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში გა­სუ­ლი მა­ი­სი-ივ­ნი­სი, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ი­სი, გა­მორ­ჩე­უ­ლად ცხე­ლი და მშრა­ლი იყო, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მელ­საც ჩვენ მი­ვე­კუთ­ვნე­ბით, ყველ­გან მო­მა­ტე­ბუ­ლი ნა­ლე­ქი­ა­ნო­ბა აღი­ნიშ­ნა - ძლი­ე­რი წვი­მე­ბი, შტორ­მე­ბი. ამან გა­ნა­პი­რო­ბა ყველ­გან მდი­ნა­რე­ე­ბის ადი­დე­ბა და გარ­კვე­უ­ლი სტი­ქი­უ­რი, ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი და გე­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა.

    ივ­ნის­ში ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რია ძი­რი­თა­დად იმ­ყო­ფე­ბო­და ევ­რო­პის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ციკ­ლო­ნე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის ზო­ნა­ში, შე­სა­ბა­მი­სად, ამ ციკ­ლო­ნე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ. ნო­ტიო ჰა­ე­რის მა­სე­ბი ძი­რი­თა­დად და­სავ­ლე­თი­დან შე­მო­დი­ო­და. რო­დე­საც და­სავ­ლე­თი­დან შე­მო­დის ჰა­ე­რის მა­სე­ბი, ის შავ ზღვას გა­მო­ივ­ლის და უფრო ტე­ნი­ა­ნი ხდე­ბა. ამას­თან ერ­თად, ხში­რად ად­გი­ლი ჰქონ­და ე.წ. სამ­ხრე­თულ ტალ­ღებს ანუ სამ­ხრე­თი­დან შე­მო­სუ­ლი ციკ­ლო­ნის მოქ­მე­დე­ბას, რა­მაც თა­ვის მხრივ გა­ნა­პი­რო­ბა ძლი­რი ქარი და ატ­მოს­ფე­რუ­ლი ნა­ლე­ქი.

    - მოკ­ლედ რომ ვთქვათ, რო­გო­რია ნა­ლე­ქის ჯამი ივ­ნის­ში ჩვენს ტე­რი­ტო­რი­აზე...

    - და­ახ­ლო­ე­ბით 60-70%-ით აღე­მა­ტე­ბო­და ნორ­მის მაჩ­ვე­ნე­ბელს. ნა­ლე­ქი რომ იყო მო­მა­ტე­ბუ­ლი, სამ­ხრე­თი­და­ნაც ჰქონ­და ჰა­ე­რის მა­სე­ბის შე­მოს­ვლას ხში­რად ად­გი­ლი. ივ­ნი­სი არ იყო ისე­თი გრი­ლი, ვთქვათ, რო­გო­რიც იყო, მა­გა­ლი­თად, მა­ი­სი. მა­ის­ში ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნორ­მი­დან გა­დახ­რა ნა­ხე­ვა­რი გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში იყო. გვქონ­და ნორ­მის მახ­ლო­ბე­ლი და უფრო თბი­ლი ივ­ნი­სი, თუმ­ცა საკ­მა­ოდ ნა­ლე­ქი­ა­ნი.

    ჩვენ ვნა­ხეთ სტა­ტის­ტი­კა, შე­ვა­მოწ­მეთ და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ უკა­ნას­კნე­ლი 70 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 2023 წლის ივ­ნი­სი ყვე­ლა­ზე ნა­ლე­ქი­ა­ნი იყო 2002 წლის ივ­ნი­სის შემ­დეგ, ანუ მე­ო­რე ყვე­ლა­ზე ნა­ლე­ქი­ა­ნი თვე. 2002 წელს 2-ჯერ მეტი ნა­ლე­ქი მო­ვი­და, ვიდ­რე ნორ­მა­ლუ­რად მო­დის ხოლ­მე. მა­ი­სი ნა­ლე­ქით და­სავ­ლეთ­ში უფრო გა­მო­ირ­ჩე­ო­და, ვიდ­რე აღ­მო­სავ­ლეთ­ში.

    ივ­ნის­ში არა მხო­ლოდ ნა­ლე­ქის სი­ჭარ­ბე, სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბიც აღი­ნიშ­ნა, ერთ-ერთი იყო გურ­ჯა­ან­ში. ნა­ლე­ქი­ა­ნი დღე­ე­ბი იყო გახ­ში­რე­ბუ­ლი, კერ­ძოდ, მა­ის­ში ასე­თი დღე­ე­ბის რი­ცხვი 4 დღით მეტი იყო ნორ­მა­ზე, ცალ­კე­ულ რა­ი­ო­ნებ­ში - 6-9 დღით. რაც შე­ე­ხე­ბა ივ­ნისს, უკვე 7 დღით მეტი იყო ნა­ლე­ქი­ან დღე­თა რი­ცხვი, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რი­ვად. ფაქ­ტობ­რი­ვად, ერთი კვი­რით უფრო გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი იყო ასე­თი დღე­ე­ბი. ცალ­კე­ულ რა­ი­ო­ნებ­ში მა­გა­ლი­თად, კა­ხეთ­ში, ქარ­თლში 10 დღით აღე­მა­ტე­ბო­და კლი­მა­ტურ ნორ­მას, რაც საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

    - კი, ივ­ნი­სი ექ­სტრე­მა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბით მარ­თლაც გა­მო­ირ­ჩე­ო­და...

    - გურ­ჯა­ა­ნი ვახ­სე­ნეთ და 15 ივ­ნისს იქ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი წვი­მა სე­ტყვა­სა და ძლი­ერ ქარ­თან ერ­თად იყო. ფაქ­ტობ­რი­ვად, ნა­ლე­ქი ძლი­ერ ქარ­ში გა­და­ი­ზარ­და. უხვმა ნა­ლექ­მა სა­ნი­აღ­ვრე არ­ხე­ბის გა­დავ­სე­ბა გა­მო­იწ­ვია, გზებ­ზე წყა­ლი გად­მო­ვი­და, სახ­ლე­ბის პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლე­ბი და­იტ­ბო­რა, და­ზი­ან­და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. ამ მოვ­ლე­ნის დროს ერთ სა­ათ­ში 48 მი­ლი­მეტ­რი ნა­ლე­ქი მო­ვი­და. რაც გურ­ჯა­ა­ნის თვის ნორ­მის თით­ქმის 50%-ს შე­ად­გენს. შემ­დეგ იგი­ვე მოხ­და ქუ­თა­ის­ში, რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­მეგ­რე­ლო­ში, გუ­რი­ა­ში.

    რო­გო­რია მიმ­დი­ნა­რე თვის პროგ­ნო­ზი?

    - მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მო­და­რე­ბას ვე­ლო­დე­ბით. ზო­გი­ერთ ად­გი­ლას შე­იძ­ლე­ბა ად­გი­ლი ჰქონ­დეს ელ­ჭექს და ხან­მოკ­ლე წვი­მას. უნა­ლე­ქო ამინ­დე­ბი გვექ­ნე­ბა 16-17 ივ­ლი­სამ­დე. 17-ში და­სავ­ლე­თი­დან ისევ ნო­ტიო ჰა­ე­რის მა­სე­ბის შე­მოს­ვლის გამო ამინ­დის გა­უ­ა­რე­სე­ბას ვე­ლო­დე­ბით, თუმ­ცა ინ­ტენ­სი­ურ ნა­ლექს და ტემ­პე­რა­ტუ­რის ასეთ კლე­ბას აღარ.

    შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ივ­ლი­სის თვე და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში თბი­ლი იქ­ნე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით ერთ-ორი გრა­დუ­სით ნორ­მა­ზე მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და­ფიქ­სირ­დე­ბა. აღ­მო­სავ­ლეთ­ში კი­დევ უფრო თბი­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით, 2 გრა­დუ­სამ­დე მა­ღა­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ნა­ლე­ქი­ა­ნო­ბას, და­სავ­ლეთ­ში ვე­ლო­დე­ბით, უფრო მეტი ნა­ლე­ქი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე ნორ­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში. აღ­მო­სავ­ლეთ­ში შე­და­რე­ბით მშრა­ლია ივ­ლი­სი.

    რაც შე­ე­ხე­ბა სე­ზო­ნურ პროგ­ნოზს, მთე­ლი ზა­ფხუ­ლის­თვის - მო­სა­ლოდ­ნე­ლია თბი­ლი ზა­ფხუ­ლი, უფრო ცხე­ლი, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რი­ვად არის ხოლ­მე (ერთი-ორი გრა­დუ­სით). ნა­ლე­ქე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, სა­შუ­ა­ლოდ ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა მერ­ყე­ობ­დეს, თუმ­ცა ეს არ გა­მო­რი­ცხავს კონ­კრე­ტულ პე­რი­ოდ­ში ძლი­ერ ნა­ლე­ქი­ან ეპი­ზო­დებს. ად­გი­ლი არ ექ­ნე­ბა მშრალ, გვალ­ვი­ან პე­რი­ო­დებს.

    - კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბის შე­სარ­ბი­ლებ­ლად საპ­რე­ვენ­ცი­ოდ რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს?

    - საკ­მა­ოდ მკაც­რი დღის წეს­რი­გია კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბის შე­სარ­ბი­ლებ­ლად თუ მათ­თან შე­სა­გუ­ებ­ლად. ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბაა, რომ მო­წყვლა­დო­ბა შე­ვამ­ცი­როთ კლი­მა­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მა­გა­ლი­თად, გვქონ­დეს კარ­გად გა­მარ­თუ­ლი ად­რე­უ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბის სის­ტე­მე­ბი, რათა მო­სახ­ლე­ო­ბამ თუ სხვა უწყე­ბებ­მა ამ სის­ტე­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით კარ­გად გა­მარ­თუ­ლი ამინ­დის პროგ­ნო­ზი მი­ი­ღონ. მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად სა­ი­მე­დო და დრო­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბაა სა­ჭი­რო.

    ეს ად­რე­უ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბის სის­ტე­მე­ბი ახლა ინერ­გე­ბა, ვი­თარ­დე­ბა და ხდე­ბა მათი კონ­კრე­ტუ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს­თვის შერ­ჩე­ვა. ეს იმ შვი­დი საფრ­თხის - გვალ­ვა, ძლი­ე­რი ქარი, სე­ტყვა, წყალ­დი­დო­ბა, წყალ­მო­ვარ­დნა, მე­წყე­რი, ღვარ­ცო­ფი - სა­პი­რის­პი­როდ იქ­მნე­ბა. სის­ტე­მე­ბი სარ­გე­ბელს იმ კუ­თხით მოგ­ვი­ტანს, რომ ვიქ­ნე­ბით უფრო მომ­ზა­დე­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის მი­მართ. ასე­ვე ხდე­ბა დაკ­ვირ­ვე­ბის სის­ტე­მე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და გა­ფარ­თო­ე­ბა. ესეც ამ ამო­ცა­ნებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა და იმ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, რაც მიმ­დი­ნა­რე­ობს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და რაც ჩვენს უწყე­ბა­შია და­გეგ­მი­ლი. 2025 წლის­თვის თით­ქმის გა­ორ­მაგ­დე­ბა მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ქსე­ლის დაკ­ვირ­ვე­ბის სად­გუ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ესეც ხელს შე­უ­წყობს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ამაღ­ლე­ბას.

    წყარო: ამბები.ge