სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სცენარისტების შემდეგ, ჰოლივუდში მსახიობებიც გაიფიცნენ

    სცენარისტების შემდეგ, ჰოლივუდში  მსახიობებიც გაიფიცნენ
    9 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    აშშ-ს კინომსახიობთა გილდიამ, სცენარისტების შემდეგ, გაფიცვა გამოაცხადა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

    ეს იქნება პირველი ასეთი გაფიცვა 1980 წლის შემდეგ. 1963 წლის შემდეგ პირველად დაემთხვა მწერალთა გაფიცვას.

    ამიერიდან 160 000 მსახიობი გადაღებებს შეწყვეტს, არ მიიღებს მონაწილეობას პრესკონფერენციებში, არ დაესწრება კინო და სატელევიზიო პრემიერებს და პროექტების პოპულარიზაციას. სხვათა შორის, კილიან მერფიმ, რობერტ დაუნი უმცროსმა, ემილი ბლანტმა, მეტ დეიმონმა და ფლორენს პიუმ ოპენჰაიმერის ლონდონის პრემიერა პროტესტის ნიშნად მაშინვე დატოვეს.

    შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სცენარისტთა გილდიამ 2 მაისს ფართომასშტაბიანი გაფიცვა გამოაცხადა, რის შედეგადაც საჭირო გახდა ახალი სერიების და უკვე ძველი პროექტების ახალი სეზონების წარმოება შეჩერებულიყო.