სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • როდის და რომელი ზოდიაქოს ნიშნები უნდა იყვნენ ფრთხილად პირად ურთიერთობებში

    როდის და რომელი ზოდიაქოს ნიშნები უნდა იყვნენ ფრთხილად პირად ურთიერთობებში
    9 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    2023 წლის 20 ივლისიდან პლანეტა ვენერა რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს და 5 სექტემბრამდე გააგრძელებს. ვენერა პასუხისმგებელია სილამაზეზე, სტილზე, გემოვნებასა და შემოქმედებითობაზე. ასევე, მას ,,სიყვარულის პლანეტას“ უწოდებენ და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პირად ურთიერთობებზე. სწორედ ამიტომ, როდესაც ის რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს, ცხოვრების აღნიშნული სფეროები ფერხდება და გარკვეული პრობლემები იქმნება.

    განსაკუთრებული გავლენა სწორედ პირად ურთიერთობებშია მოსალოდნელი. ასტროლოგების თქმით, დიდი შანსია, რომ წარსულში დატოვებულმა ურთიერთობებმა კვლავ თავი შეგახსენოთ და ამის გამო, გაურკვევლობა, შფოთვა და სტრესი იგრძნოთ. დადგეთ დილემის წინაშე - განაახლებთ ურთიერთობას მასთან, ვინც ადრე გიყვარდათ, თუ სამუდამოდ დაემშვიდობებით. ასტროლოგები ამბობენ, რომ ამ პერიოდში თუკი წარსულში დატოვებულ ურთიერთობას გააცოცხლებთ, შესაძლოა, ისევ იმედგაცრუება და ტკივილი შეგხვდეთ და ისევე მოულოდნელად დასრულდეს, როგორც განახლდა.

    გარდა ამისა, რეტროგრადული ვენერას დროს ადამიანები საკუთარ მეორე ნახევარს განსხვავებული თვალით უყურებენ. ახლა წინა პლანზე გადმოდის ყველა უკმაყოფილება და უთანხმოება, რაც აქამდე დაგროვდა და სულ მცირე კონფლიქტიც კი შესაძლოა, დაშორებით დასრულდეს.

    ასტროლოგების თქმით, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მოუწევთ შემდეგ ნიშნებს:

    სასწორი
    ლომი
    მერწყული
    ზოდიაქოს აღნიშნული ნიშნებისათვის დიდი შანსია, რომ პირად ურთიერთობებში ცვლილებები მოხდეს. თუმცა, ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ არ მიიღოთ ნაჩქარევი და რადიკალური გადაწყვეტილებები. იყავით თანმიმდევრული, სწორად შეაფასეთ სიტუაცია და იფიქრეთ სამომავლო პერსპექტივაზეც.