სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი ხვალ დაიწყება

    ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი ხვალ დაიწყება
    9 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლისათვის რეგისტრაციის მეორე ეტაპი ხვალ, 17 ივლისს დაიწყება. რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელსაც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში, 18 სექტემბრის მდგომარეობით, შეუსრულდება 2 წელი.

    რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 17 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 24 ივლისის 00:00 საათამდე. ამ ეტაპზე დარეგისტრირდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები.

    რეგისტრაციის მესამე ეტაპი ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას, რომელიც დაიწყება 25 ივლისს, 10:00 საათზე. რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში, 18 სექტემბრის მდგომარეობით, შეუსრულდება ორი წელი.

    იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, შეუძლია, განცხადებით მიმართოს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე რაიონულ სერვისცენტრს ან სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს.

    დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია, დაუკავშირდეს თბილისის მერიის ცხელ ხაზს - 2 72 22 22 ან საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცხელ ხაზს - 2 37 82 43.

    იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, შეუძლია განცხადებით მიმართოს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე რაიონულ სერვისცენტრს ან სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს.