სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "დარწმუნებული ვარ, ამ გადაწყვეტილებას ორივე ნანობს" - აჩი არველაძე მიქაუტაძესა და კვარაცხელიაზე

    "დარწმუნებული ვარ, ამ გადაწყვეტილებას ორივე ნანობს" - აჩი არველაძე მიქაუტაძესა და კვარაცხელიაზე
    9 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ეხ­ბურ­თელ­მა აჩი არ­ვე­ლა­ძემ გა­და­ცე­მა "სპორ­ტი იმედ­ზე" სტუმ­რო­ბი­სას, ევ­რო­პის 21-წლამ­დელ­თა ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის გა­მოს­ვლის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

    არ­ვე­ლა­ძემ კო­მენ­ტა­რი გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძი­სა და ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას შე­სა­ხე­ბაც გა­ა­კე­თა.

    "დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ერ­თიც და მე­ო­რეც ნა­ნო­ბენ, რომ ნაკ­რებს ვერ და­ეხ­მარ­ნენ. ერ­თის მხრივ, მათი ზუს­ტად მეს­მის, რად­გან დატ­ვირ­თუ­ლი სე­ზო­ნის შემ­დეგ სა­ნაკ­რე­ბო მატ­ჩე­ბის ჩა­ტა­რე­ბა რთუ­ლია. მე­ო­რეს მხრივ, მათი მო­ე­დან­ზე ყოფ­ნა გუნდს ძა­ლი­ან წა­ად­გე­ბო­და. ის, რომ გულ­შე­მატ­კი­ვარს მათი ნაკ­რებ­ში არ­ყოფ­ნის გამო გული და­წყდა, ამა­ში გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია. გუნ­დუ­რად კარ­გად ვი­თა­მა­შეთ, თუმ­ცა წინა ხაზ­ში ძა­ლი­ან გვი­ჭირ­და.

    გა­მო­ვარ­ჩევ­დი საბა სა­ზო­ნო­ვის ას­პა­რე­ზო­ბას. მისი თა­მა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­მე­წო­ნა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ კარგ გუნდში წავა, ფი­ზი­კუ­რად ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ფეხ­ბურ­თე­ლია. დღეს­დღე­ო­ბით მის­ნა­ი­რი მცვე­ლე­ბი ცო­ტა­ნი არი­ან. ვგუ­ლის­ხმობ, სის­წრა­ფეს, სი­მაღ­ლეს, ფი­ზი­კურ მო­ნა­ცე­მებს...",
    - გა­ნა­ცხა­და არ­ვე­ლა­ძემ.

    წყარო: sportall.ge