სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "პოლონელი ნეიროქირურგი ითხოვდა, რომ ნიმუშებზე კვლევა ჩატარებულიყო მის კლინიკაში" - ნინო ნადირაძე სააკაშვილზე

    "პოლონელი ნეიროქირურგი ითხოვდა, რომ ნიმუშებზე კვლევა ჩატარებულიყო მის კლინიკაში" - ნინო ნადირაძე სააკაშვილზე
    9 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ნინო ნადირაძემ დეტალურად გაიხსენა პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით კლინიკის მიერ ჩატარებული კვლევები და ისაუბრა, თუ როგორ მოხდა პოლონელი ექიმების სააკაშვილთან დაშვება და საკვლევად ნიმუშების აღება.

    ახლა გვეღიმება, მაგრამ დავუშვათ, სხვა ჩანაფიქრი ყოფილიყო. პოლონელი ნეიროქირურგი ითხოვდა, რომ ნიმუშებზე კვლევა ჩატარებულიყო მის კლინიკაში, კონკრეტულად იმ ლაბორატორიაში, სადაც თავად მუშაობს, - ამის შესახებ „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

    მისივე თქმით, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ სააკაშვილთან შესულმა პოლონელმა ნეიროქირურგმა, არტურ ზააჩინსკიმ პალატიდან რაღაც გამოიტანა. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მან ქაღალდში გახვეული თმა და ფრჩხილის ნიმუშები გამოიტანა.

    „ახლა გვეღიმება, მაგრამ დავუშვათ, სხვა ჩანაფიქრი ყოფილიყო. ეს ადამიანი ითხოვდა, რომ კვლევა ჩატარებულიყო მის კლინიკაში, კონკრეტულად იმ ლაბორატორიაში, სადაც თავად მუშაობდა.

    მანამდე არანაირი ხელისშეშლა არ ყოფილა, ოფიციალური მოწმეების თანდასწრებით ნიმუშების აღება: თმის, ფრჩხილის, წარბის, ყველაფრის, ეს მათ უკვე ჰქონდათ გაკეთებული“, - განაცხადა ნადირაძემ.

    მისი თქმით, რთულია იმის თქმა, თუ რატომ მოხდა აღნიშნული ფაქტი.

    „ფიქრიც კი მზარავს, რომ ასე ადამიანების გაწირვა და გამეტება შეუძლიათ, რათა თავისი მიზნებისკენ გზა გაიკვალონ“, - დასძინა ნადირაძემ.

    მას შემდეგ, რაც ექიმებმა კლინიკა დატოვეს, პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.