სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 11-დან 13 წლამდე გოგონებს სექსუალურად ავიწროებდნენ - პოლონეთში 4 ქართველი დააკავეს

    11-დან 13 წლამდე გოგონებს სექსუალურად ავიწროებდნენ - პოლონეთში 4 ქართველი დააკავეს
    9 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პოლონეთის ქალაქ ბიტომში არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდებით 4 ქართველი დააკავეს. ამის შესახებ პოლონური მედია წერს.

    მედიასაშუალების ცნობით, ხალხმა ბრალდებულებს წრე შემოარტყეს და მათი დასჯა მოითხოვეს. სამართალდამცველებს შეხლა-შემოხლის ფონზე კაცების დასაკავებლად ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუწიათ.

    „ოთხმა ქართველმა კაცმა სექსუალურად შეავიწროვა 11-დან 13 წლამდე გოგონები, შეშფოთებული ხალხი ეჭვმიტანილებს თავს დაესხნენ. უსაფრთხოების ძალებმა კაცები აუზიდან გამოიყვანეს და პოლიცია გამოიძახეს. დაკავებული ქართველი კაცების ასაკი 18-დან 41 წლამდეა“, - წერს პოლონური მედია.