სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "რუსეთის გარეშეც კი საჭიროა ყველაფრის გაკეთება"- ზელენსკი

    "რუსეთის გარეშეც კი საჭიროა ყველაფრის გაკეთება"- ზელენსკი
    9 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის მიუხედავად, მარცვლეულის ექსპორტი გაგრძელდება.

    "ჩვენ გვქონდა ორი შეთანხმება: უკრაინა, თურქეთი, გაერო; მეორე შეთანხმება: რუსეთი, თურქეთი, გაერო. ამიტომ როდესაც რუსეთი ამბობს, რომ აჩერებს შეთანხმებას, ის არღვევს შეთანხმებას გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან და არა ჩვენთან. ჩვენ მათთან არანაირი შეთანხმება არ გვქონდა“, – ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაში, რომელსაც მისი პრესმდივანი აქვეყნებს.განცხადებაში.

    ზელენსკის განმარტებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, მოამზადოს „ოფიციალური სიგნალი“ გაეროსა და თურქეთისთვის, რათა მათ უპასუხონ უკრაინის პრეზიდენტს, რომ მზად არიან, გააგრძელონ ინიციატივა.

    "რუსეთის გარეშეც კი საჭიროა ყველაფრის გაკეთება, რათა შევძლოთ შავი ზღვის დერეფნით სარგებლობა. ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ მოგვმართეს ხომალდების მფლობელმა კომპანიებმა. მათ თქვეს, რომ მზად არიან, თუ უკრაინა გამოუშვებს ტვირთს, ხოლო თურქეთი მას გაატარებს – ყველა მზადაა, გააგრძელოს მარცვლეულის მიწოდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.