სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ვერ ვივიწყებ, თუ როგორ გაუშვეს "ლოკომოტივის" ბოსებმა კვარაცხელია..."- რუსები ხვიჩას ნეაპოლურ დებიუტს აფასებენ

    "ვერ ვივიწყებ, თუ როგორ გაუშვეს "ლოკომოტივის" ბოსებმა კვარაცხელია..."- რუსები ხვიჩას ნეაპოლურ დებიუტს აფასებენ
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გუშინ, 14 ივლისს, "ნაპოლის" შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი შეხვედრა ჩაატარა. შეგახსენებთ, ქართველი ლეგიონერის გუნდმა "ანაუნეს" 10:0 მოუგო.

    მატჩის დასრულების შემდეგ სპალეტიმ ხვიჩა შეაქო და თქვა, რომ ინსინიეს შეცვლა მას ნამდვილად შეუძლია, რასაც რუსი გულშემატკივრები გულთბილად გამოეხმაურნენ და ჩვენებურს წარმატებები უსურვეს:

    "შეხვედრა 10:0 დასრულდა. რა თქმა უნდა, ფეხბურთელის შესაძლებლობები მკაფიოდ ჩანს".

    "ვფიქრობ, სპალეტი და სხვა პროფესიონალი მწვრთნელები ვარჯიშზე, მოყვარულებთან და პროფესიონალებთან თამაშში ერთნაირად ხედავენ სპორტსმენის შესაძლებლობებს. ის მოედანზე მაინც მოძრაობს, გარბის, ალბათ, დიდი სხვაობაც არაა. თუ ხვიჩა ბურთითაა და აჩქარებაზე წავიდა,
    მაშინ ყველაფერი ნათელია".

    "ვერ ვივიწყებ, თუ როგორ გაუშვეს "ლოკომოტივის" ბოსებმა კვარაცხელია... ჯამბაზები...".

    "და როცა თქვეს, ინსინიეს შემცვლელად მიგვყავსო, სიცილი დაიწყეთ, შეგვეძლება სერია A-ს ყურება მომდევნო სეზონში? მჯერა, ხვიჩა მაგრად ითამაშებს".

    "დიდი ალბათობით, მაგრად ითამაშებს, თანაც რაღაცით ინსინიეს ჰგავს, სისწრაფე, ტექნიკა, მოედნის კარგი ხედვა".

    "ხვიჩა "რუბინში" ძალიან მომწონდა, ძალიან ნიჭიერია. გულით გამიხარდება, თუ "ნაპოლიში" წარმატებას მიაღწევს".

    "ვუყურე "კვარას" გუშინდელ თამაშს და როგორც ყოველთვის, ყოველი გოლის შემდეგ მოკრძალებულად იქცეოდა. დიდი ფეხბურთელია, იმედი მაქვს, რომ ვარსკვლავი გახდება. აბა, შენ იცი, ხვიჩა, წარმატებები".