სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "დასავლეთი აიგნორებდა ჩემს გაფრთხილებებს პუტინზე" - სააკაშვილის წერილი The Times-ს

    "დასავლეთი აიგნორებდა ჩემს გაფრთხილებებს პუტინზე" - სააკაშვილის წერილი The Times-ს
    9 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი The Times-ისთვის მიწერილ წერილში აცხადებს, რომ პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის ხელში ჩაგდების განზრახვა თითქმის ორი ათეული წლის წინ გამოთქვა, მაგრამ დასავლეთმა უგულებელყო გაფრთხილებები მისი აგრესიული ტერიტორიული ამბიციების შესახებ.

    ყოფილი პრეზიდენტის თქმით, პუტინი არ მალავდა მიწის მიტაცების გეგმებს, როდესაც ისინი მოლაპარაკებებისთვის შეხვდნენ კრემლში 2004 წელს.

    "ყველაფერი, რასაც ის ახლა აკეთებს, მეტ-ნაკლებად ამიხსნა ჩვენს პირველ შეხვედრაზე",
    - აღნიშნავს სააკაშვილი.

    წერილში სააკაშვილი ამბობს, რომ 2004 წელს, კრემლში შეხვედრის შემდეგ, ბერლინში გაემგზავრა, პუტინთან დაკავშირებით თავისი შეშფოთების გამოსახატავად, თუმცა გერმანიის მაშინდელი კანცლერი გერჰარდ შროდერი "გულცივი" იყო.

    "გასაკვირი არ იყო, რომ მან მაშინვე გამკიცხა პუტინთან"- აღნიშნავს ყოფილი პრეზიდენტი.

    გამოცემა წერს, რომ სააკაშვილი 2008 წლის ომის და 2013 წელს მისი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, აგრძელებდა პუტინის შესახებ გაფრხილებებს, მაგრამ კომენტარები "ჩვეულებრივ უარყოფილი" იყო.

    "როდესაც დასავლეთი გავაფრთხილე პუტინის შესახებ, მე უგულებელყოფილი ვიყავი, როგორც არასტაბილური, გამწარებული გიჟი"
    - წერს ის.

    გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდზე და ნათქვამია, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ მან გაატარა ყოვლისმომცველი რეფორმები კორუფციის აღმოსაფხვრელად და ქვეყანა NATO-სა და ევროკავშირის გზაზე დააყენა.

    გამოცემა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტმა საქართველოში დაბრუნება აღწერა, როგორც "მორალური არჩევანი", რომელიც მიზნად საქართველოში რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს.

    The Times აღნიშნავს, რომ "პატიმრობაში ყოფნისას მისი წონა განახევრდა. მისი მოკავშირეები შიშობენ სააკაშვილის სიცოცხლის გამო".

    "ჩემი საქმე აშკარად არის [რუსეთის] უფრო დიდი ჰიბრიდული ომის ნაწილი", - წერს სააკაშვილი.

    წერილში სააკაშვილი ასევე ამბობს, რომ "საქართველოს მოსკოვისკენ მიბრუნება ორკესტრირებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ, ოლიგარქის, რომელმაც პარტია ქართული ოცნება დააფუძნა".

    ამავე სტატიაში თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობასა და ქართული ოცნების რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრობს და აცხადებს:

    "საფრთხე იქმნება, რომ მთავრობის მოსკოვთან ჩახუტებასა და სააკაშვილის დაპატიმრებას მძიმე გავლენა ექნება ქვეყნის სტაბილურობასა და ეკონომიკურ მომავალზე. ევროკავშირის წევრობაზე, სავარაუდოდ მომავალ წლებშიც უარი იქნება, ხოლო ჩანს, რომ NATO-ს წევრობა განხილვის საგანიც აღარ იქნება"
    - აცხადებს კეზერაშვილი.