სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მოვედი, რათა აქ ითამაშოს ხვიჩა კვარაცხელიამ" - კვარამ ნაპოლიში პირველი პრესკონფერენცია გამართა

    "მოვედი, რათა აქ ითამაშოს ხვიჩა კვარაცხელიამ" - კვარამ ნაპოლიში პირველი პრესკონფერენცია გამართა
    2 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ნაპოლის" ახალგაზრდა ქართველმა ახალწვეულმა ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიური გუნდის რიგებში თავისი პირველი პრესკონფერენცია გამართა და მედიის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა:

    "ნაპოლიში იმის საჩვენებლად მოვედი, თუ რა შემიძლია. ჩვენი მწვრთნელის დიდი გულშემატკივარი ვარ და მისგან ძალიან ბევრ რამეს ვსწვალობ.

    ბევრი შეთავაზება მქონდა, მაგრამ როდესაც "ნაპოლის" ზარი შემოვიდა ორჯერ არ მიფიქრია, მაშინვე დავთანხმდი.

    მწვრთნელის სიტყვები ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის, რადგან ნაპოლი ძალიან დიდი გუნდია და აქ იმისთვის მოვედი, რომ დიდი ფეხბურთი ვითამაშო. ლორენცო ინსინიე ძალიან დიდი ფეხბურთელია, მაგრამ აქ მის შესაცვლელად არ მოვსულვარ - იმისთვის მოვედი, რომ ჩემი ფეხბურთი ყველას ვაჩვენო.

    პირველ რიგში იმიტომ, რომ აქ ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან და კარგი მწვრთნელია. ეს გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობს და როცა ოფიციალურად მივიღე შეთავაზება, დიდხანს არ მიფიქრია. გადაწყვეტილება სწრაფად მივიღე. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე და ამას დროც გვიჩვენებს.

    ფეხბურთელები ძალიან კარგად დამხვდნენ, ახალგაზრდა ვარ და მათგან ბევრ რაღაცას ვსწავლობ. პირველი ემოციები განვლილი ერთი კვირიდან ეს არის.

    როცა ფეხბურთელი პატარა ქვეყნიდან ასეთ დიდ გუნდში მიდის, ეს ქვეყნისთვის ძალიან კარგია და ძალიან წაადგება. რა თქმა უნდა, ეს დიდი გამოცდილებაა ჩემთვის და სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვისაც ძალიან დიდი მოტივაციაა, რომ უფრო მეტი იმუშაონ და შესაძლებელია, რომ პატარა ქვეყნიდან დიდ გუნდში წავიდნენ.

    77 ავირჩიე იმიტომ, რომ 7 ჩემი საყვარელი ციფრია და ვინაიდან 7 ნომერი თავისუფალი არ იყო, ამიტომ, 77 ნომრის აღება გადავწყვიტე.

    ნაპოლისთვის მარადონა ალბათ ყველაფერს ნიშნავს და ძალიან დიდი პასუხისმგელობაა, როცა ასეთ რამეს გიწოდებენ. რა თქმა უნდა, მარადონას არ შევედრები, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნეაპოლელები ჩემით კმაყოფილებები იყვნენ. ეს მეტსახელი, რა თქმა უნდა, მომწონს.

    პირველ რიგში მინდა, გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო და მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ ყველაფერი მოვიგოთ.

    ვწუხვართ, რადგან დიდი ფეხბურთელები წავიდნენ, მაგრამ გუნდში ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან და ყველაფრის შეცვლა შეუძლიათ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სეზონში მაქსიმალურ შედეგს მივაღწიოთ.
    "- განაცხადა კვარამ.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ