სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ,,ციფრული უნივერსიტეტის“ საშუალებით მსჯავრდებულს შეუძლია ისწავლოს და მიიღოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი “ - რატი ბრეგაძე

    ,,ციფრული უნივერსიტეტის“ საშუალებით მსჯავრდებულს შეუძლია ისწავლოს და მიიღოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი “ - რატი ბრეგაძე
    9 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რატი ბრეგაძის განცხადებით, პატიმართა რესოციალიზაციისთვის ერთ- ერთი წარმატებული პროექტია „ციფრული უნივერსიტეტი“.

    „წარმატებული რესოციალიზაციის რეალური გასაღები არის განათლება. ჩვენ დისტანციური სწავლების მეთოდი დავნერგეთ პენიტენციურ დაწესებულებებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად. ეს არის საპილოტე პროექტი სახელწოდებით „ციფრული უნივერსიტეტი“, რომლის მეშვეობითაც დღეს მსჯავრდებულებს აქვთ საშუალება, ისწავლონ საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტებში სხვადასხვა პროგრამაზე და მიიღონ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი განათლებული ადამიანი დაუბრუნდება საპატიმრო დაწესებულებიდან შემდგომ თავის ოჯახებს და საზოგადოებას. შესაბამისად, პირმა უკვე იცის, რომ, როდესაც ის დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას, მას ექნება დიპლომი და შეძლებს დასაქმებას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.