სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ნაპოლი კვარაცხელიათი დომინირებს" - რას წერს იტალიური მედია კვარაცხელიაზე

    "ნაპოლი კვარაცხელიათი დომინირებს" - რას წერს იტალიური მედია კვარაცხელიაზე
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" რიგებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და დუბლი, ასევე, საგოლე პასი მიითვალა.

    ხვიჩას თამაშს იტალიური მედია გამოეხმაურა.

    "ნაპოლიში ახალი KK ბრწყინავს, მაგრამ ის აღარ არის კალიდუ კულიბალი, მისი სახელი ძალიან რთულია გამოსათქმელია: ხვიჩა კვარაცხელია ახალი პუბლიკის წინაშე დუბლით, საგოლე პასით, ძელზე გარტყმული ბურთით და უამრავი საინტერესო მოქმედებით წარსდგა. ქართველი მუდმივად მეტოქის მოტყუებას ცდილობდა და სიღრმეებს ეძებდა. სწორედ მან, თამაშის დაწყებიდან 5 წუთში რაჰმანის საგოლე პასი გაუკეთა, შემდეგ ანგარიში 2:0 გახადა მარჯვენა ფეხით და ხოლო ბოლოს მე-4 გოლი გაიტანა ანგისას მშვენიერი პასით, როცა მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო", - წერს Gazzetta Dello Sport.

    "ნაპოლი კვარაცხელიათი დომინირებს. სეზონის პირველ ამხანაგურ მატჩში ნეაპოლიტანელთა გამარჯვებაში მთავარი გმირი ქართველი იყო, რომელმაც დუბლით შეასრულა. დიდი მოლოდინი იყო "აძურის" მაისურით ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტის და მან ხალხს იმედი არ გაუცრუა. საგოლე პასი და დუბლი შეუჩერებელი ქართველისგან პირველივე ტაიმში", - წერს Corriere Dello Sport.