სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს ივნისის თვეში

    ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს ივნისის თვეში
    9 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    2023 წლის ივლისის თვის ნახევარზე მეტი უკვე გავიარეთ. შესაძლოა, ეს თვე თქვენთვის ემოციურად არასტაბილური აღმოჩნდა, ზოგმა დასახულ მიზნებს მიაღწია, ზოგისთვის კი არც ისე წარმატებული პერიოდი იყო, თუმცა ასტროლოგები ასახელებენ ზოდიაქოს იმ ნიშნებს, რომლებსაც ივლისის ბოლომდე სამყარო კიდევ ერთ შანსს მისცემს და იღბლიან პერიოდს მოუმზადებს:

    კირჩხიბი

    ეს პერიოდი კირჩხიბებისათვის შესაძლოა, ემოციურად ძალიან დატვირთული იყო და აღმასვლასთან ერთად, ბევრი წარუმატებლობა და უიღბლობაც ჰქონდათ, თუმცა, ასტროლოგების თქმით, ივლისის ბოლომდე ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს შანსი აქვთ, რომ დაგეგმილ საქმეში მნიშვნელოვანი პროგრესი და წინსვლა, აღიარება ნახონ და დამსახურებული მადლობა, შექება, ან წახალისება მიიღონ. ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ ახალი, თამამი იდეების. იყავით თავდაჯერებული და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. გარდა ამისა, ასტროლოგების თქმით, ეს თვე, გარკვეულწილად, თქვენთვის გამოფხიზლებისა და ღირებულებების გადაფასების პერიოდი იქნება. საბოლოოდ აღმოაჩენთ ირგვლივმყოფების ნამდვილ განზრახვებსა და სურვილებს და მიხვდებით, ვინ უნდა დატოვოთ თქვენს ცხოვრებაში და ვისთან ურთიერთობაზე უნდა თქვათ უარი.

    ვერძი

    ეს თვე შესაძლოა, ვერძებისთვისაც რთული იყო, ემოციურ არასტაბილურობას გრძნობდნენ და ხანდახან ეჩვენებოდათ, რომ მიუხედავად უამრავი ახლობლისა და მეგობრისა, ამ სამყაროში სულ მარტო არიან. რთული დღეები პოზიტიური ემოციებით შეიცვლება და ივლისის ბოლოსკენ შეძლებთ, სტრესისაგან გათავისუფლდეთ და ძალები აღიდგინოთ. გარდა ამისა, შესაძლოა შეიტყოთ სასიამოვნო სიახლე, რომელიც მოტივაციას მოგცემთ და გაგაბედნიერებთ. ეს შეიძლება სამსახურში დაწინაურებას, ხელფასის ცვლილებას, პირად ურთიერთობებში საკითხების მოგვარებას, დაწყებული საქმისაგან სარგებლის მიღებას ეხებოდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა სამყარო თქვენ გვერდითაა და დაგეხმარებათ.

    სასწორი

    ივლისის ბოლო სასწორის ნიშნის წარმომადგენლებისათვის განსაკუთრებით სასარგებლო და პროდუქტიული იქნება. ძალიან დიდ მოტივაციას იგრძნობთ და ცვლილებების შეუჩერებელი სურვილი გაგიჩნდებათ, რაც სასურველ შედეგამდე აუცილებლად მიგიყვანთ. მონდომება შეუმჩნეველი არ დარჩება და შესაძლოა, სრულიად დამსახურებული ჯილდო, წახალისება, ბონუსები მიიღოთ. ეს აქტიური პერიოდი არ გამოტოვოთ. თუკი დიდი ხანია, რაიმე მნიშვნელოვანს გეგმავთ და აქამდე ენერგია, შემართება არ გყოფნიდათ, გეზარებოდათ, ან ვერ ბედავდით, ახლა დაიწყეთ. სამყარო სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.

    ქალწული

    ქალწულის ნიშნის წარმომადგენლებს ივლისის ბოლო რომანტიკულ თავგადასავალსა და უამრავ დადებით ემოციას უმზადებს. შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისაკენ შეცვლის, ან კიდევ უკვე არსებული ურთიერთობა გადაიყვანოთ სხვა ეტაპზე. ნუ შეგეშინდებათ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის, მიეცით საკუთარ თავს სიყვარულის უფლება და სასიამოვნო თავგადასავალი შექმენით.