სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ექიმზე, რომელმაც მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ინფორმაცია გასცა ძებნაა გამოცხადებული

    ექიმზე, რომელმაც მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ინფორმაცია გასცა ძებნაა გამოცხადებული
    9 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ახალციხეში, კლინიკა ,"იმედში", ახალგაზრდა ექთანი, მეგი ბარბაქაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ,,ასტრაზენეკას" გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა.

    მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში ბრალდებულ ექიმზე, ბექა ლიპარტელიანზე ძებნაა გამოცხადებული.

    თბილისის საქალაქო სასამართლომ ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, პირადი მოტივით, ცრუ ჩვენების მიცემისთვის ამავე კლინიკის ყოფილი ექიმი, ვიოლეტა ინასარიძე, ექთანი თეა გზირიშვილი და უმცროსი ექიმი ბექა ლიპარტელიანი დამნაშავედ 7 ივლისს ცნო.

    საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, სამართალდამცველებმა ვიოლეტა ინასარიძე და თეა გზირიშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე დააპატიმრეს. რაც შეეხება ბექა ლიპარტელიანს, ის განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მასზე ძებნა საქართველოს პროკურატურამ იმავე დღეს გამოაცხადა.

    მოსამართლის გადაწყვეტილებით, თეა გზირიშვილს 2 წელი და 6 თვე, ვიოლეტა ინასარიძესა და ბექა ლიპარტელიანს კი 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.