სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ეს ყველამ უნდა იცოდეს - გადადის თუ არა საცურაო აუზიდან სქესობრივად გადამდები დაავადებები

    ეს ყველამ უნდა იცოდეს - გადადის თუ არა საცურაო აუზიდან სქესობრივად გადამდები დაავადებები
    9 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    წლის ნებისმიერ სეზონზე აქტუალურობას არ კარგავს კითხვა, შესაძლებელი არის თუ არა, რომ ღია ან დახურული საცურაო აუზიდან სქესობრივად გადამდები დაავადებები გადაგვედოს. განტვირთვის ამ საშუალებას ბევრი სწორედ ამ მიზეზის გამო ერიდება.

    რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია ამ საკითხს შემდეგნაირად განმარტავს:

    „რეალურად, კარგად ქლორირებული და ქიმიკატებით დამუშავებული აუზიდან შეუძლებელია, სქესობრივად გადამდები დაავადებები გადაგვედოს, რადგან ისინი სხეულის გარეთ, ფაქტობრივად, ვერ ცოცხლობენ. თუმცა, თუ დაუცველი სქესობრივი კონტაქტი გექნებათ აუზში ან ჯაკუზში, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია რომ გადაგედოთ სქესობრივად გადამდები დაავადებები. დაიცავით თავი და გაიტესტეთ,“ - ამბობს ექიმი ეკა კვირკველია.