სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "დავითი რამდენჯერმე გაეხვა სკანდალში.. გიორგი მედიაში არ ჩნდება" - ვინ არიან მიხეილ სააკაშვილის ოჯახის აქამდე უცნობი წევრები

    "დავითი რამდენჯერმე გაეხვა სკანდალში.. გიორგი მედიაში არ ჩნდება" - ვინ არიან მიხეილ სააკაშვილის ოჯახის აქამდე უცნობი წევრები
    9 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ექიმ ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი შვი­ლია, რო­მე­ლიც მას გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­სას შე­ე­ძი­ნა.

    მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ორი ძმა ჰყავს, და­ვი­თი და გი­ორ­გი. და­ვითს სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს, ის ძმის პრე­ზი­დენ­ტო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად რამ­დე­ნი­მე­ჯერ გა­ეხ­ვა სკან­დალ­ში. წლე­ბის წინ, ჯერ კი­დევ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლამ­დე, მე­დი­ა­ში იწე­რე­ბო­და, რომ მა­შინ­დე­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ძმას და­ვითს გაყ­ვა ცო­ლად. მა­შინ და­ვით­სა და თეა მო­სი­ძეს ორი შვი­ლი ჰყავ­დათ. ზუს­ტად წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარ­ში ტაბ­ლო­ი­დე­ბი წერ­დნენ, რომ ხა­ტია და და­ვი­თი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ და მა­მა­კა­ცი ყო­ფილ ცოლს შე­უ­რიგ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ვითს კი­დევ ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა.

    და­ვი­თი კი­დევ ერთხელ გა­ეხ­ვა სკან­დალ­ში, რო­დე­საც 2017 წელს უკ­რა­ი­ნა­ში და­ა­პა­ტიმ­რეს, თუმ­ცა მალე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მა­შინ რა­დას ერთ-ერთი დე­პუ­ტა­ტი აცხა­დებ­და, რომ პო­ლი­ცი­ა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის ძმის­თვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი დარ­ღვე­ვი­სა და ჯა­რი­მის შე­სა­ხებ პრო­ტო­კო­ლის და გარ­კვე­ულ პე­რი­ოდ­ში უკ­რა­ი­ნის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტის გა­და­ცე­მა სურ­დათ. მას შემ­დეგ, რაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და უკ­რა­ი­ნა­ში გა­და­ცხოვ­რდა, და­ვი­თიც ძი­რი­თა­დად ძმას­თან იყო.

    და­ვი­თის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ელე­ნე სა­ა­კაშ­ვი­ლი შტა­ტებ­ში ცხოვ­რობს და ამ­ჟა­მად ერთ-ერთ კვლე­ვით ცენ­ტრ Atlas Network-ის თა­მაშ­რო­მე­ლია. ელე­ნეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სან­დრა რუ­ლოვსთან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტოც აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი.

    "დავითი რამდენჯერმე გაეხვა სკანდალში.. გიორგი მედიაში არ ჩნდება" - ვინ არიან მიხეილ სააკაშვილის ოჯახის აქამდე უცნობი წევრები