სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ,,წყალში მშობიარობა იყო საუკეთესო გადაწყვეტილება.." - ნუცა ცისკარიშვილი წყალში მშობიარობის გამოცდილებაზე

    ,,წყალში მშობიარობა იყო საუკეთესო გადაწყვეტილება.." - ნუცა ცისკარიშვილი წყალში მშობიარობის გამოცდილებაზე
    9 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ცნობილი მწერლის ოტია იოსელიანი შვილიშვილი და მისი მეუღლე ნუცა ცისკარიშვილი, ოთხი წელია ცოლ-ქმარი არიან.

    ისინი ივლისის დასაწყისში მშობლები გახდნენ.

    ნუცამ წყალში იმშობიარა და გადაწყვიტა ამ საოცარი გამოცდილების შესახებ საზოგადოებისთვისაც მოეყოლა.

    პატარას ბაბუის, დაჩის პატივსაცემად დაარქვეს სახელი.

    ახალბედა დედა სოციალურ ქსელში აქტიურად აქვეყნებს ფოტოებს და ვიდეოებს და საუბრობს ბავშვის მოვლის საკითხებზე.

    დღეს კი მისი ვრცელი პოსტი მიეძღვნა წყალში მშობიარობას:

    ,,წყალში მშობიარობა იყო საუკეთესო გადაწყვეტილება. უბრალოდ ყველა, ვინც გადაწყვეტს მსგავსი მეთოდით მშობიარობას, უნდა იყოს თავის თავში მაქსიმალურად დარწმუნებული და ტკივილის მიმართ ამტანი! გააზრებული უნდა ჰქონდეს, რომ მარტო დარჩება ტკივილთან ერთად, გამაყუჩებლებისა და სპინალურების გარეშე და უნდა გაუმკლავდეს!

    პინეო ლაქშერში საუკეთესო გუნდი ჰყავთ ზაზა სინაურიძის მეთაურობით! საუკეთესო, თბილი, სახლური და მზრუნველი გარემო არის შექმნილი მშობიარესთვის!

    ჩემს გონებაში მშობიარობა საუკეთესო მოგონებად დარჩება მთელი ცხოვრება, და დაჩისთან შეხვედრის მოლოდინი კი ყველაზე ძლიერი გრძნობა, რაც კი ოდესმე მიგრძნია".

    ,,წყალში მშობიარობა იყო საუკეთესო გადაწყვეტილება.." - ნუცა ცისკარიშვილი წყალში მშობიარობის გამოცდილებაზე