სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რონალდუ არაბეთში წავა? - შეიხები პორტუგალიელს არნახულ ანაზღაურებას სთავაზობენ

    რონალდუ არაბეთში წავა? - შეიხები პორტუგალიელს არნახულ ანაზღაურებას სთავაზობენ
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კრიშტიანუ რონალდუ დიდი დილემის წინაშე აღმოჩნდა. მისი კარიერა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება და პორტუგალიელს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

    თითქოს გადაწყვეტილი იყო, რომ კრიშტიანუ “მანჩესტერ იუნაიტედთან” ორწლიან კონტრაქტს გააფორმებდა, თუმცა რამდენიმე სანდო წყარომ განაცხადა, რომ მას კლუბის დატოვება სურს.

    ოთხშაბათს საღამოს გავრცელდა განმაცვიფრებელი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ანონიმურმა კლუბმა კრიშტიანუს საოცარი კონტრაქტი შესთავაზა. CNN პორტუგალიისა და TVI-ს განსაცვიფრებელი რეპორტაჟი ამტკიცებს, რომ არაბული კლუბი რონალდუს, ორი სეზონის განმავლობაში, ანაზღაურების სახით 211 მილიონ ფუნტს სთავაზობს.

    ე. ი. რონალდუ ყოველწლიურად დაახლოებით 105 მილიონი ფუნტს, კვირაში 2 მილიონი ფუნტს, ყოველდღე 280 000 ფუნტს მიიღებს.