სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მე უნდა დაგამხოთო, ველოდები მძაფრსიუჟეტიან სერიალს" - რას წერს ელისო კილაძე

    "მე უნდა დაგამხოთო, ველოდები მძაფრსიუჟეტიან სერიალს" - რას წერს ელისო კილაძე
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჟურნალისტმა, ელისო კილაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს სოციალურ ქსელში მიმართა.

    "რას არ მოესწრები კაცი(ქალიც)... სოსო გოგაშვილი ოცნებას ემუქრება, მე უნდა დაგამხოთო (არ ეკუთვნით თუ რა, ძაღლების მალიარი მილიონერად გაქციეს)
    ლოთბაზარასთვის შეუთვლია - მოკეტე, თორემ მსოფლიოში თავს მოგჭრიო.

    აბა რა, ანტრიკოტ, მე შენ გეტყვი გადაღებული და ჩაწერილი არ გეყოლება შენი აგენტები, ან გამოქვეყნებას არ იკადრებ!

    რა ლურჯი მდინარე და გვამები, პოპკორნით ხელში ველოდები მძაფრსიუჟეტიან სერიალს", - წერს კილაძე.

    ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა წერილი გაავრცელა, რომელშიც "ქართულ ოცნებას" მიმართა.