სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • უშვილოთა შემწე ორსული ღვთისმშობელი - სასწაულები, რომლებსაც დირბის ღვთისმშობლის სახელს უკავშირებენ

    უშვილოთა შემწე ორსული ღვთისმშობელი - სასწაულები, რომლებსაც დირბის ღვთისმშობლის სახელს უკავშირებენ
    9 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "3 წლის წინ ნა­ად­რე­ვი მშო­ბი­ა­რო­ბა და­მე­წყო, ბავ­შვმა მხო­ლოდ 5 დღე იცო­ცხლა და და­ი­ღუ­პა. მას შემ­დეგ სულ ვმკურ­ნა­ლობ­დი, თუმ­ცა ყო­ვე­ლი მკურ­ნა­ლო­ბა უშე­დე­გო იყო... დირ­ბის ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის მო­ნას­ტე­რი მო­ვი­ლო­ცე და მომ­დევ­ნო თვეს გა­ვი­გე, რომ ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვი. დღეს 7 თვის სან­დროს დედა ვარ..." - მსგავს ის­ტო­რი­ებს დირ­ბის მო­ნას­ტრის მომ­ლოც­ველ­თა შო­რის ხში­რად მო­ის­მენთ. აქ და­ტო­ვე­ბულ სა­მად­ლო­ბელ წე­რი­ლებ­ში, "მიდ­გო­მილ ღვთის­მშო­ბელს" თით­ქმის ყვე­ლა, ნა­ნატ­რი პა­ტა­რის ამ­ქვეყ­ნად მოვ­ლე­ნის გამო მად­ლო­ბას სწი­რავს და ახა­ლი სი­ცო­ცხლის და­ბა­დე­ბას მო­ნას­ტრის სას­წა­ულს უკავ­ში­რებს...

    დირ­ბის მო­ნას­ტე­რი ქა­რელ­ში, მდი­ნა­რე ფრო­ნის ხე­ო­ბა­ში მდე­ბა­რე­ობს. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ტა­ძარს სრუ­ლი რეს­ტავ­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და არ­სე­ბუ­ლი ნა­ლე­სი მთლი­ა­ნად მო­იხ­სნა. გა­მოჩ­ნდა ფრეს­კა სა­ხე­ლად "მიდ­გო­მი­ლი (ორ­სუ­ლი) ღვთის­მშო­ბე­ლი", რო­მე­ლიც ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში უიშ­ვი­ა­თეს ხატს წარ­მო­ად­გენს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ეს ტა­ძა­რი იე­რუ­სა­ლი­მის ჯვრის მო­ნას­ტრის მე­ტო­ქე ტა­ძა­რი ყო­ფი­ლა და ჯვრის მო­ნას­ტრის არ­ქი­მან­დრი­ტი გა­ნა­გებ­და, ხოლო მის რე­ზი­დენ­ცი­ას დირ­ბის მო­ნას­ტე­რი წარ­მო­ად­გენ­და...

    "დირ­ბის ღმრთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის ტა­ძა­რი მე-10 სა­უ­კუ­ნე­შია აშე­ნე­ბუ­ლი, ლეონ III აფხაზ­თა მე­ფის ზე­ო­ბი­სას. ის ერთ-ერ­თია იმ ის­ტო­რი­ულ და სუ­ლი­ერ კე­რა­თა­გან, რო­მე­ლიც რუის - ურ­ბნი­სის ეპარ­ქი­ა­ში უკა­ნას­კნე­ლი ათწლე­უ­ლის მან­ძილ­ზე აღ­სდგა და აღორ­ძინ­და, მრო­ველ-ურ­ბნე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტის მე­უ­ფე იო­ბის (აქი­აშ­ვი­ლი) ლოც­ვა-კურ­თხე­ვით" - გვი­ამ­ბობს დირ­ბის დე­და­თა მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი იღუ­მე­ნია ნა­ტა­ლია.

    მო­ნას­ტერს ძვე­ლად იე­რუ­სა­ლი­მის ჯვრის მო­ნას­ტრის არ­ქი­მან­დრი­ტი გა­ნა­გებ­და და აქვე მისი რე­ზი­დენ­ცია ყო­ფი­ლა...

    - ვა­ხუშ­ტი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის მოგ­ვი­თხრობს დვა­ნის წყლის "და­სავ­ლით კი­დე­სა არს დირბს მო­ნას­ტე­რი, სა­დაც ზის არ­ქი­მან­დრი­ტი იე­რუ­სა­ლე­მის ჯვა­რის მო­ნას­ტრი­სა. არა­მედ მე­ფე­ნი ქარ­თლი­სა­ნი დას­მენ ქარ­თველ­თა, და ყო­ველ­სა სა­ქარ­თვე­ლო­სა შინა არს მა­მუ­ლი მისი, და ჰფ­ლობს ესე, და მო­სა­ვალს გზავ­ნის ვერ­ცხლად იე­რუ­სა­ლემს" - ამ ამო­ნა­რი­დი­დან ვი­გებთ, რომ დირ­ბის მო­ნას­ტე­რი იე­რუ­სა­ლი­მის ჯვრის მო­ნას­ტრის მე­ტო­ქი ანუ მო­ნას­ტრის კუთ­ვნი­ლი დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი ეკ­ლე­სია მა­მუ­ლით იყო და მას ჯვრის მო­ნას­ტრის არ­ქი­მან­დრი­ტი გა­ნა­გებ­და. მე­ტო­ქის მი­წებ­ზე მო­წე­უ­ლი მო­სა­ვა­ლი აქვე სა­ქარ­თვე­ლო­ში იყი­დე­ბო­და, თან­ხა კი იე­რუ­სა­ლიმ­ში იგ­ზავ­ნე­ბო­და. წე­რი­ლო­ბით წყა­რო­ებ­ში დირ­ბის უძ­ვე­ლე­სი მოხ­სე­ნი­ე­ბა მე-16 სა­უ­კუ­ნეს მი­ე­კუთ­ვნე­ბა: იგი იე­რუ­სა­ლი­მის ჯვრის მო­ნას­ტრი­სა და უფ­ლის საფ­ლა­ვი­სათ­ვის სვი­მონ პირ­ველს შე­უ­წი­რავს, რა­საც გვა­უ­წყებს სვი­მო­ნის მე­უღ­ლის ნეს­ტან-და­რე­ჯა­ნის მიერ გა­ცე­მუ­ლი სა­ბუ­თი.

    - აქ არის უიშ­ვი­ა­თე­სი ფრეს­კა "მიდ­გო­მი­ლი" ანუ ორ­სუ­ლი ღვთის­მშო­ბე­ლი, გვი­ამ­ბეთ მის შე­სა­ხებ...

    - 2003 წელს დირ­ბის ღმრთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­სა და სამ­რეკ­ლოს ჩა­უ­ტარ­და რეს­ტავ­რა­ცია. ტა­ძარ­ში მო­იხ­სნა ნა­ლე­სი ფენა, რის შემ­დე­გაც გა­მოჩ­ნდა XIV სა­უ­კუ­ნის უნი­კა­ლუ­რი ფრეს­კე­ბი. დირ­ბის ტაძ­რის მო­ხა­ტუ­ლო­ბა თა­ვი­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბით ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რი­ა­სა და ბი­ზან­ტი­უ­რი კულ­ტუ­რის არე­ა­ლის მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ქვეყ­ნებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მხატ­ვრუ­ლი სტი­ლის ორ­გა­ნუ­ლი ნა­წი­ლია. ტაძ­რის მხატ­ვრო­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ღმრთის­მშობ­ლის ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ველ ციკლს ეთ­მო­ბა, მათ შო­რის არის უნი­კა­ლუ­რი "დირ­ბის ღვთის­მშობ­ლის" სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი ფრეს­კა, სა­დაც გა­მო­სა­ხუ­ლია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დე­დობ­რი­ვი სით­ბო­თი სავ­სე მიდ­გო­მი­ლი (ორ­სუ­ლი) ღმრთის­მშო­ბე­ლი, "მიდ­გო­მი­ლი" სწო­რედ "ორ­სულს" ნიშ­ნავს.

    ღმრთის­მშობ­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა სცე­ნის და­ნარ­ჩენ ნა­წილ­თან შე­და­რე­ბით კარ­გა­დაა შე­მო­ნა­ხუ­ლი. რო­გორც ამ­ბო­ბენ, რეს­ტაც­რა­ცი­ი­სას, ტაძ­რის კედ­ლე­ბი­დან ნა­ლე­სი ფე­ნის მოხ­ნი­სას პირ­ვე­ლად სწო­რედ, თით­ქმის უვ­ნე­ბე­ლი, დირ­ბის ღმრთის­მშობ­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდა, რო­გორც ნი­შა­ნი იმი­სა, რომ არც ნა­ლეს ფე­ნას, არც დროს, არც ბო­რო­ტის მსახ­ვრალ ხელს და ძა­ლა­უფ­ლე­ბას არ შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის გუ­ლე­ბი­დან ამო­შა­ლოს ღვთის სიყ­ვა­რუ­ლი და სა­სო­ე­ბა. დირ­ბის ღმრთის­მშო­ბე­ლი გახ­ლავთ ღმრთის­მშობ­ლის უიშ­ვი­ა­თე­სი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც უნი­კა­ლუ­რია თა­ვი­სი შეს­რუ­ლე­ბის მა­ნე­რი­თა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ფა­ქი­ზით.

    - მო­ნას­ტე­რი ცნო­ბი­ლია რო­გორც უშ­ვი­ლო­თა შემ­წე ტა­ძა­რი...

    - "დირ­ბის ღვთის­მშო­ბე­ლი" არის წყა­რო მრა­ვა­ლი სას­წა­უ­ლი­სა, რო­მე­ლიც მას­თან თხოვ­ნით მი­სუ­ლი რწმე­ნით აღ­სავ­სე ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის ოდით­გან­ვე აღ­სრულ­დე­ბო­და. რეს­ტავ­რა­ცი­ი­სას, მისი ხელ­მე­ო­რედ და­ბა­დე­ბი­სას, მე­უ­ფე იობს წი­ნას­წარ გა­ნუჭ­ვრი­ტავს და ასე უბ­რძა­ნე­ბია: დირ­ბის ღმრთის­მშო­ბელ­თან მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნი მოვა, უპირ­ვე­ლე­სად კი ის უშ­ვი­ლო­ებს და ორ­სუ­ლებს შე­ე­წე­ვაო... მარ­თლაც მე­უ­ფის მღვდელმთავ­რუ­ლი მად­ლით გას­ხი­ვოს­ნე­ბუ­ლი გო­ნი­ე­რე­ბა და მა­მობ­რი­ვი სიყ­ვა­რუ­ლით ან­თე­ბუ­ლი გული არ შემ­ცდა­რა, ოდეს­ღაც მი­ვი­წყე­ბუ­ლი და მი­წით და­ფა­რუ­ლი ტა­ძა­რი შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ, თა­ნა­მე­დორ­ვე­ო­ბის ახალ, თვალ­საჩ­ნო სას­წა­უ­ლად, რა­მე­თუ, უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან კურ­ნე­ბე­ბი­თა და ყო­ველ კე­თილ თხოვ­ნა­თა მსწრაფლ შეს­მე­ნით სა­ხელ­გან­თქმულ ნა­ლოც ტა­ძარ­ში, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ის­ტო­რი­ით იე­რუ­სა­ლი­მის წმინ­და მი­წას უკავ­შირ­დე­ბა, დღემ­დე გად­მოსჩ­ქეფს ღმრთის­მშობ­ლის მო­წყა­ლე­ბის ნა­კა­დუ­ლი და სას­წა­უ­ლე­ბი გრძელ­დე­ბა სა­უ­კუ­ნით­გან და უკუ­ნი­თი უკუ­ნი­სამ­დე.

    დე­დობ­რი­ვი სით­ბო­თი გას­ხი­ვოს­ნე­ბუ­ლი დირ­ბის ღმრთის­მშო­ბე­ლი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, უშ­ვი­ლო­თა და ორ­სულ­თა შემ­წეა და სწო­რედ ამი­ტომ მას­თან გულ­მხურ­ვა­ლე ვედ­რე­ბით უწყვე­ტად მო­ე­დი­ნე­ბა შვი­ლი­ე­რე­ბის მო­სურ­ნე წყვილ­თა ნა­კა­დი. მათ­გან უმე­ტე­სო­ბა, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, კვლავ ბრუნ­დე­ბა მას­თან - ნაც­ვლად ტკი­ვი­ლი­სა უკვე მად­ლი­ე­რე­ბით აღ­სავ­სე თვა­ლე­ბით. "დირ­ბის ღვთის­მშობ­ლის" გან­სა­დი­დებ­ლად მო­ნას­ტერ­ში შე­იქ­მნა დირ­ბის ღმრთის­მშობ­ლის პა­რაკ­ლი­სი და და­უჯ­დო­მე­ლი. მი­უ­ხე­და­ვად მო­ნას­ტრის დატ­ვირ­თუ­ლი ტი­პი­კო­ნი­სა, სა­ა­თობ­რივ ლოც­ვებს ამ პა­რაკ­ლი­სი­სა და და­უჯ­დო­მე­ლის ყო­ველ­დღი­უ­რი აღ­სრუ­ლე­ბაც შე­ე­მა­ტა და ისი­ნი ყო­ველ­დღი­უ­რად დღის სამ სა­ათ­ზე იკი­თხე­ბა. ყო­ველ უშ­ვი­ლო წყვილს და აგ­რეთ­ვე ორ­სულ ქალ­ბა­ტო­ნებს, სნე­უ­ლებს, ვურ­ჩევთ, რომ და­ეს­წრონ ღმრთის­მშობ­ლის გან­სა­დი­დე­ბელ ამ ლოც­ვებს და თა­ვა­დაც მო­უკ­ლებ­ლად ილო­ცონ თა­ვი­სი სა­ნუკ­ვა­რი სურ­ვი­ლის აღ­სას­რუ­ლებ­ლად.

    დირ­ბის ღვთის­მშობ­ლის სას­წა­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ ის ადა­მი­ა­ნე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან, რომ­ლებ­მაც პი­რა­დად, ან მათი ახ­ლობ­ლე­ბის მა­გა­ლით­ზე გა­მოს­ცა­დეს მისი შემ­წე­ო­ბის ძალა:

    თა­მუ­ნა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი: "ჯერ კი­დევ, ჩემი შვი­ლის ანას გა­თხო­ვე­ბამ­დე სახ­ლში დირ­ბის ღვთის­მშობ­ლის ფრეს­კის რეპ­რო­დუქ­ცია გვქონ­და. ჩვენს სა­ნა­თე­სა­ო­ში თუ ვინ­მე ორ­სუ­ლად იყო, დე­და­ჩე­მი ყვე­ლას უგ­ზავ­ნი­და ამ ხატს. ჩემი ანა რო­დე­საც და­ო­ჯახ­და და ფეხ­მძი­მედ დარ­ჩა რამ­დე­ნი­მე დღით ადრე მუ­ცელ­ზე ხატს ოვა­ლუ­რი ფორ­მის ლაქა გა­უჩ­ნდა, გე­გო­ნე­ბო­დათ დას­ველ­დაო და ანას მუ­ცე­ლიც მო­ე­შა­ლა. ანა ამის შემ­დეგ მკურ­ნა­ლობ­და, თუმ­ცა მკურ­ნა­ლო­ბა უშე­დე­გო იყო. აღ­დგო­მის მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში წა­ვი­და დირ­ბის დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში მორ­ჩი­ლად და იქ 5 დღე დაჰ­ყო. რო­დე­საც დაბ­რუნ­და სახ­ლში, ჩვენ­და გა­საკ­ვი­რად და ექი­მე­ბის გა­სა­ოც­რად ანას ანა­ლი­ზე­ბის პა­სუხ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი ვირუ­სის­გან გან­კურ­ნე­ბუ­ლი იყო და უფ­ლე­ბა ჰქონ­და ფეხ­მძი­მე დარ­ჩე­ნი­ლი­ყო... მა­ლე­ვე გა­ვი­გეთ სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვი - ანა და­ორ­სულ­და. ახლა გვყავს 4 წლის დათა პავ­ლი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც თე­ბერ­ვალ­ში, და­ვი­თო­ბას და­ი­ბა­და და დირ­ბის მო­ნას­ტერ­ში მოვ­ნათ­ლეთ"

    ნინი: "ჩემი მე­გო­ბა­რი 4 წელი უშე­დე­გოდ ელო­და პა­ტა­რას. და­დი­ოდ­ნენ, მკურ­ნა­ლობ­დნენ, მაგ­რამ შე­დე­გი არ ჰქონ­და. ერთხე­ლაც მის მე­უღ­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე მივ­დი­ო­დი და გა­დავ­წყვი­ტე მათ­თვის ოჯა­ხის მფარ­ვე­ლი ხატი მე­ყი­და. ეს ხატი რომ ვი­ყი­დე, თვა­ლი მოვ­კა­რი დირ­ბის ღვთის­მშობ­ლის ხატს, ვი­კი­თხე და მი­პა­სუ­ხეს, უშ­ვი­ლო­თა შემ­წე ხა­ტი­აო. არც დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ, მა­შინ­ვე ვუ­ყი­დე მათ. 5-6 თვის მერე მე­გო­ბარ­მა გა­ხა­რე­ბულ­მა და­მი­რე­კა - ფეხ­მძი­მედ ვარო. და­ი­ბა­და გაბ­რი­ე­ლი, დირ­ბის ღვთის­მშობ­ლის კი­დევ ერთი სას­წა­უ­ლი..."

    წყარო: ამბები.ge