სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ზოდიაქოს რომელ 5 ნიშანს არ ემუქრება სიღარიბე

    ზოდიაქოს რომელ 5 ნიშანს არ ემუქრება სიღარიბე
    9 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კურო

    კუროს ნიშანს პლანეტა ვენერა მართავს. ისინი საკმაოდ მიზანდასახული და შრომისმოყვარე ადამიანები არიან, მატერიალურ წარმატებებს აღწევენ და ფული, ფაქტობრივად, სულ აქვთ გადანახული. ზოდიაქოს ეს ნიშანი საოცარი წინდახედულობით გამოირჩევა, მომგებიან საქმეებში იღებს მონაწილეობას და საკმაოდ კარგი დანაზოგის შექმნასაც ახერხებს.

    ლომი

    ლომები საკმაოდ აქტიური და მოტივირებული ადამიანები არიან. ისინი მზად არიან, მაღალი კონკურენციის პირობებშიც კი გაიმარჯვონ, გამოავლინონ საკუთარი ლიდერული თვისებები და სასურველი შედეგი მიიღონ. ამიტომაც, სარფიან წინადადებებს მაგნიტივით იზიდავენ და კარგ ფინანსურ დანაზოგსაც აკეთებენ, რაც კომფორტული სიბერისთვის შესანიშნავი საშუალებაა.

    ქალწული

    ქალწულები მზად არიან, კარიერულ საფეხურზე მუდამ მაღლა ავიდნენ და უკვე მიღწეულით არ დაკმაყოფილდნენ. ყველა ახალ უნარსა და ცოდნას შესანიშნავად ითვისებენ და ყოველთვის გარემოსთვის შესაფერისი შესაძლებლობები აქვთ. ამიტომაც, ახერხებენ, რომ კარგი ანაზღაურება ჰქონდეთ და ფინანსური დანაზოგიც შექმნან, რაც წლების შემდეგ აუცილებლად გამოადგებათ.

    მშვილდოსანი

    მშვილდოსნები პატარა ასაკიდანვე დამოუკიდებლობისაკენ ისწრაფვიან და სურთ, რომ საკუთარი ფინანსები ჰქონდეთ. საკმაოდ მოტივირებული და აქტიური ადამიანები არიან, რომლებსაც შეუძლიათ 10 საქმე ერთდროულად წამოიწყონ და კარგი ანაზღაურებაც მიიღონ. მოგზაურობა, ახალი აღმოჩენები განსაკუთრებით უყვართ, ამიტომაც დაგროვილი კაპიტალით ახერხებენ, საკუთარ თავს ოცნებები აისრულონ.

    თხის რქა

    ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები წინდახედული ადამიანები არიან, ამიტომაც ნებისმიერ საქმესა თუ წამოწყებას სერიოზულად უყურებენ. ცდილობენ, ფული დაზოგონ და გონივრულად დახარჯონ. ეს თვისება მათ ეხმარებათ, რომ სიბერეშიც კი უზრუნველყოფილად იცხოვრონ და დაზოგილი თანხა საჭიროებისამებრ გამოიყენონ.