სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „გამოვიდა და მისკენ გაიქცა...“ - რა ამბავი გაიხსენა იტალიელმა გულშემატკიარმა კვარას შესახებ

    „გამოვიდა და მისკენ გაიქცა...“ - რა ამბავი გაიხსენა იტალიელმა გულშემატკიარმა კვარას შესახებ
    9 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    იტალიური სატელევიზიო არხის, Tele A-ს ერთ-ერთ გადაცემაში, „ნაპოლის“ ქომაგმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. „პარტენოპეის“ გულშემატკივარმა საინტერესო ისტორია გაასაჯაროვა, რომელიც „კვარასა“ და ქართველ ემიგრანტს უკავშირდება.

    „კვარაზე საინტერესო ამბავი შემიძლია მოგიყვეთ. ქართველი ქალბატონი, რომელიც აქ მომვლელად მუშაობს, სასტუმროსთან მივიდა, სადაც „ნაპოლის“ ფეხბურთელები იმყოფებოდნენ. შუაღამე იყო და სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე ხვიჩას სახელის ყვირილი დაიწყო. ამაზე ქართველ ფეხბურთელს საოცარი რეაქცია ჰქონდა. სასტუმროდან გამოვიდა და მისკენ გაიქცა, რათა ჩახუტებოდა. ეს აჩვენებს, „ნაპოლის“ ყველაზე ცნობილი ფეხბურთელებიც კი, როგორი ადამიანები არიან“, - გაიხსენა გულშემატკივარმა.