სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ბარბი“- აშშ-სა და კანადაში წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი

    „ბარბი“- აშშ-სა და კანადაში წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი
    9 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რეჟისორ გრეტა გერვიგის ფილმმა „ბარბი“ აშშ-სა და კანადაში შემოსავლების რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ BBC წერს.

    გამოცემის ინფორმაციით, სურათმა გაქირავების პირველ უიკენდზე ამ ორ ქვეყანაში $155 მილიონი შეაგროვა, რაც წლის საუკეთესო შედეგია. ამასთან, თვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფილმის - კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერის“ შემოსავალმა აშშ-სა და კანადაში $93,7 მილიონი შეადგინა.

    ორივე ფილმის პრემიერა პარასკევს შედგა. „ოპენჰაიმერი“ პირველი ატომური ბომბის შემქმნელის, რობერტ ოპენჰაიმერის შესახებ მოგვითხრობს, რომლის როლსაც კილიან მერფი ასრულებს. „ბარბი“ კი ცნობილი თოჯინის რეალურ სამყაროში მოგზაურობაზეა. მთავარ როლს სურათში მარგო რობი ასრულებს.