სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: „გამარჯობა 50“ - ავთანდილ ცქვიტინიძე იუბილარია

    VIDEO: „გამარჯობა 50“ - ავთანდილ ცქვიტინიძე იუბილარია
    9 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქართველი დიზაინერი, ავთანდილ ცქვიტინიძე 50 წლის გახდა.

    ავთანდილი 1973 წელს დაიბადა, 1990-95 წლებში საქართველოს სამხატვრო აკადემიაში ისწავლა და უკვე 2000 წლიდან მოდის სახლი "ავთანდილის" მთავარი დიზაინერი და დირექტორი გახდა.

    ავთანდილ ცქვიტინიძემ 2004 წელს ხათუნა თოთლაძეზე იქორწინა. ხათუნას პოპულარობა და კამერები არ იზიდავს, თუმცა საკუთარ სფეროში საკმაოდ წარმატებულია, ის საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია და იკავებდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას. ხათუნა თოთლაძე ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

    ის instagram გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, წარწერით: „ხო ნუ გამარჯობა 50“