სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "კარგი ფეხბურთელი შეიძლება დადგე, მაგრამ გულში საკმარისად ადამიანი არ ხარ" - მაქარაშვილი კვარაცხელიას მიმართავს

    "კარგი ფეხბურთელი შეიძლება დადგე, მაგრამ გულში საკმარისად ადამიანი არ ხარ" - მაქარაშვილი კვარაცხელიას მიმართავს
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დღეს, "ნაპოლის" მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთიდან წამოსვლაზე ისაუბრა.

    "მძიმე ამბავია და გაფრთხილებთ, ეს პოსტი არ მოგეწონებათ.

    ჩვენს ოქროს ბიჭს იტალიურ გრანდში გადასვლის შემდეგ პირველი პრესკონფერენცია ქონდა.

    იტალიელმა ჟურნალისტებმა რუსული კლუბიდამ გადასულ ქართველს რა თქმა უნდა უკრაინაზეც დაუსვეს შეკითხვა და პასუხის მოლოდინში ღრმად ჩავისუნთქე, ასევე, თვალები დავხუჭე.

    ნეტავ არ ეკითხათ... ვფიქრობ, რუსეთში არსებული მდგომარეობა პოლიტიკური საკითხია. სიტუაცია ძალიან რთულია. მე ავირჩიე ბათუმის “დინამოში” თამაში, რადგან ის ჩემი ქვეყანაა, მაგრამ არ მინდა პოლიტიკაზე საუბარი.

    კარგი ფეხბურთელი შეიძლება დადგე, შეიძლება საუკეთესოც გახდე, მაგრამ თუ გულში საკმარისად ადამიანი არ ხარ, მაგას არაფერი შველის!", - წერს მაქარაშილი.