სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "სოფო ჯაფარიძეს ვთხოვე, გახდეს ჩემი წარმომადგენელი შინ თუ გარეთ“- მიხეილ სააკაშვილი

    "სოფო ჯაფარიძეს ვთხოვე, გახდეს ჩემი წარმომადგენელი შინ თუ გარეთ“- მიხეილ სააკაშვილი
    9 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სოფო ჯა­ფა­რი­ძის მეშ­ვე­ო­ბით მო­მა­წო­დეთ თქვე­ნი მო­საზ­რე­ბე­ბი და სო­ფოც მუდ­მი­ვად გა­მო­მიგ­ზავ­ნის თა­ვის ანა­ლიზს. ასე­ვე ვთხო­ვე, პე­რი­ო­დუ­ლად, იქამ­დე, სა­ნამ ვარ რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის ტყვე­ო­ბა­ში და არ მაქვს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან სრულ­ფა­სო­ვა­ნი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, პი­რა­დად ჩემი გან­ცხა­დე­ბე­ბი მან გა­ავ­რცე­ლოს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

    მი­სი­ვე თქმით, სოფო ჯა­ფა­რი­ძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნდო­ბა აქვს.

    "ვთხო­ვე სოფო ჯა­ფა­რი­ძეს ბევრ სხვა სა­სარ­გებ­ლო საქ­მეს­თან ერ­თად, გახ­დეს ჩემი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი შინ თუ გა­რეთ. ასე­ვე მაქ­სი­მა­ლუ­რად გვერ­დში და­მიდ­გეს ჩემ­თვის და ქვეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან რთულ დროს, ეს არ ანაც­ვლებს პარ­ტი­ის რა­ი­მე ფუნ­ქცი­ას (თუმ­ცა სოფო პარ­ტი­ის აქ­ტი­უ­რი ლი­დე­რია საკ­რე­ბუ­ლო­ში).

    არ­სე­ბობს ბევ­რი სხვა სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა ეხე­ბო­დეს, ან არ ეხე­ბო­დეს პო­ლი­ტი­კას. სო­ფოს­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობთ უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია. ის არის უნი­ჭი­ე­რე­სი და აქვს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნდო­ბა. მი­ხა­რია, რომ და­თან­ხმდა.

    სო­ფოს მეშ­ვე­ო­ბით მო­მა­წო­დეთ თქვე­ნი მო­საზ­რე­ბე­ბი და სო­ფოც მუდ­მი­ვად გა­მო­მიგ­ზავ­ნის თა­ვის ანა­ლიზს. ასე­ვე ვთხო­ვე, პე­რი­ო­დუ­ლად იქამ­დე, სა­ნამ ვარ რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის ტყვე­ო­ბა­ში და არ მაქვს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან სრულ­ფა­სო­ვა­ნი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, პი­რა­დად ჩემი გან­ცხა­დე­ბე­ბი მან გა­ავ­რცე­ლოს“,- წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.