სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ბატკანი“ იყო ლევანის ეპითეტი...“ - უცნობი დეტალები გარდაცვლილი მსახიობის ცხოვრებიდან

    „ბატკანი“ იყო ლევანის ეპითეტი...“ - უცნობი დეტალები გარდაცვლილი მსახიობის ცხოვრებიდან
    9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ახალგაზრდა მსახიობი, ლევან დობორჯგინიძე გარდაიცვალა. ლევანი მაყურებელმა ფილმიდან „გასეირნება ყარაბაღში“ გაიცნო.

    ლევან დობორჯგინიძეს და მიშა მესხს ფილმმა „გასეირნება ყარაბაღში“ დიდი პოპულარულობა მოუტანა. ფილმი კინოჰიტად იქცა. ამ ყველაფრის მიღმა კი ლევან დობორჯგინიძის ცხოვრებაში ერთი საბედისწერო დღე არსებობს. 21 წლის ლევანმა კალათბურთის თამაშისას ტრავმა მიიღო.

    გარდაცვლილ მეგობარს ემოციურად ემშვიდობებიან.

    „ყველას ვისაც კი ერთხელ ნანახი ჰყავდა, ამაყობდა, ოღონდ მართლა! ლევანის სურათები ედოთ ბიჭებს “ოდნოზე” და სკაიპზე(იმ დროს მხოლოდ ეს სოც.ქსელები იყო)) გოგოებს კი წარწერით “აუ რა სიმპატიური ბიჭია”.

    „ერთხელ ბატონმა რეზომ გვითხრა: ....,,იქ ზევით გავაგრძელებთ თეატრსო“... დობო... პირველმა შენ შედგი ფეხი იქ, იმ თეატრში?“

    „მეც დამბრიდე დოობ, ყველაზე გულკეთილი და უბოროტო კაცი იყავი ვისაც ვიცნობდი და ვძმაკაცობდი. ძააან მაგრად მომენატრები გული მომიკალი. ჯერ თენგო 1 კვირის წინ ეხლა შენ აწიი სულერთია ყველაფერი“,-წერს მეგობარი.

    ლევანის ინტერვიუ, სადაც მსახიობის დედა შვილის შესახებ საუბრობს:

    მანანა ჩიჩუა: „თვინიერი, კარგი ზნის ბავშვი იყო. მეკითხებოდნენ, ამ უბანში ეს ბატკანივით თვინიერი ბიჭი როგორ გაზარდეო? „ბატკანი“ იყო ლევანის ეპითეტი. ამ სიტყვაში კი გულისხმობდნენ იმას, რომ ლევანი წამალს არ ეკარებოდა. მისი მისამართით საყვედური არ მეთქმის. არ მახსოვს უდიერი დამოკიდებულება. ამ მხრივ თავაწეული შემიძლია ვიყო. არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. მე მგავს, საქმეს ვაკეთებ და ჩრდილში ვარ. თვლის, რომ არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებია, რომ ჩანდეს. სირცხვილი არ არის სულ ტელეეკრანზე ყოფნა, საიმისო რა გავაკეთეო? ეს მისი ხასიათია. ამ დროს ახლობლებს უნდათ, რომ გამოჩნდეს.

    მერვე კლასში იქნებოდა, რომ ვკითხე, რა პროფესიის არჩევა უნდოდა. სიამოვნებით ვიქნებოდი მსახიობიო რომ მითხრა, გამიკვირდა...

    ბატონ რეზო ჩხეიძის ლექციებს არ აცდენდა. ამბობდა, სიცხიანიც რომ ვიყო, მის ლექციას არ გავაცდენო. მერე უეცრად თეთრმა ცხენმა ჩამოიარა და ლევანი და მიშა დიდი კამერის წინ აღმოჩნდნენ. აკას უთქვამს – აი, ეს ჩემი გმირიაო. ლევან თუთბერიძის ხედვაც დაემთხვა და ლევანიც დაინიშნა როლზე. პერსონაჟი გიო ახვლედიანი ზუსტად ლევანის ხასიათში ზის. მეჩვენა, რომ ლევანი ტელეგენური იყო. მაშინ 20 წლის ქოჩორა ბიჭი იყო. ჩემი შვილები არასდროს შემიქია, მაგრამ ლევანი ეკრანზე მომეწონა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ დამწყები მსახიობისთვის ეს პირველი ნაბიჯი, პირველი სერიოზული გამოცდა იყო, ცუდი ნამდვილად არ ყოფილა. ლევანის დებიუტმა ოჯახი გაგვახარა. იცით რა, თავდაჯერება აკლია და მეტისმეტად დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს“.

    წყარო: პრაიმტაიმი