სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ნაპოლიში კი არა, რეალში რომ ითამაშო, მაგრად მკიდია უკვე" - რას წერს ვახო სანაია კვარაცხელიაზე

    "ნაპოლიში კი არა, რეალში რომ ითამაშო, მაგრად მკიდია უკვე" - რას წერს ვახო სანაია კვარაცხელიაზე
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჟურნალისტი, ვახო სანაი ხვიჩა კვარაცხელიას სოციალურ ქსელში აკრიტიკებს.

    "ქართველს, ოკუპირებული ქვეყნის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, უკრაინაზე რომ გკითხავენ და იტყვი, პოლიტიკაში არ ვერევიო, ნაპოლიში კი არა, რეალში რომ ითამაშო, მაგრად მკიდია უკვე. ამის გამო ერთხელ კრიტიკული სტატუსი დავწერე. მერე ვიფიქრე, იქნებ ბათუმში გადასვლის შემდეგ მაინც თქვას-მეთქი რამე და ცოტა შევარბილე. ისევ ხმა არ ამოიღო. ახლა იტალიაშია, ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს და იქაც კრინტი ვერ დაძრა პუტინზე.

    არ ვიცი, რა ვალდებულებები აქვს ასეთი რუსულ კლუბთან, მაგრამ მართლა ვერ ვუგულშემატკივრებ, სანამ მკაფიო პოზიცია არ ექნება უკრაინაზე.
    ფეხბურთი ბოროტებაზე თვალის დახუჭვას არ ნიშნავს. ფეხბურთი პოლიტიკისგან არ იმიჯნება", - წერს სანაია.