სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „სასტუმროდან გამომაბუნძულეს, ვერ ვინელებ...“ - რა შეემთხვა გურამ შეროზიას იაპონაში

    „სასტუმროდან გამომაბუნძულეს, ვერ ვინელებ...“ - რა შეემთხვა გურამ შეროზიას იაპონაში
    9 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბლოგერი და „პრაიმჰაუსის“ მეორე სეზონის გამარჯვებული გურამ შეროზია სოციალურ ქსელში წერს, რომ კიდევ ერთი ოცნება აისრულა.

    „მე და იაპონია, კიდევ ერთი ოცნების ასრულება, მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები - რატომ იყო ოცნება?
    ბევრი რამე სულ სხვანაირი, რადიკალურად სხვანაირი წარმომედგინა:
    1. ფასები - რესტორნები ჩვენზე იაფია, 10 ცალ სუშის 15 ლარად დაითრევ, ყავა 1 ან ჰა 1.5 დოოლარიაა
    2. 23-ზე საუკუნე მეგონა, ცოტაც და ცაში იფრენენთქო

    და ამის ფონზე რესტორნების მესამედს ბარათით გადახდა არ აქვს, ვაიფაი არაა, მეტრო ჩვენნაირია, რეავიცი მე ავტობუსი? დაილოცოს ჩვენი მეტრობასი თუ ომნიბუსი
    3. უმდიდრესები - ვერც ვიფიქრებდი აქაც თუ ამეკიდებოდნენ მოწყალების მთხოვნელები და გადავაწყდებოდი უსახლკაროებს
    4. გოგოების სილამაზე - ბევრად უფრო ლამაზები არიან, ვიდრე მეგონნენ
    5. არავინ არ იცის ინგლისური, რატომ მეგონა, რომ ჰონგ კონგი, ან სინგაპურივით სამ ენაზე საუბრობდნენ?
    6. წესები - ტატუ რომ გარყვნილების პიკი ჰგონიათ და სასტუმროდან გამომაბუნძულეს - ვერ ვინელებ
    7. წესრიგი - აბა გაბედე და საზ. ტრანსპორტში ტელეფონზე დაილაპარაკე? ყველა ერთად გკრავს მუჯლიგუნს და გაგათიშინებენ
    8. კარაოკე - ყველა ფეხის ნაბიჯზეა, ძაან პოპულარულია
    9. მარტო ჭამა - რესტორნების უმრავლესობაში 1 კაციანი ადგილებია, ჭამე, ადექი, წადი - დროის ფასი იციან.
    10. დილის 7-ის ნახ. გადაჭედილია მეტრო, ყოჩაღ, შრომობს ხალხი!
    11. მანჰეტენია ყველა უბანში, გაჩახჩახებული და ფერადი
    12. საკურა, თემფლები, პარკები და სიმწვანე რომ უყვართ, ბევრი კარგი რამეა
    მოკლედ, თან მომწონს და თან მაოცებს“, - წერს შეროზია.