სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • აგვისტოში ტემპერატურამ შესაძლოა +40-ს მიაღწიოს - საშუალო ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება

    აგვისტოში ტემპერატურამ შესაძლოა +40-ს მიაღწიოს - საშუალო ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება
    9 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    აგვისტოს ცალკეულ დღეებში, საქართველოში ტემპერატურამ, შესაძლოა +40 გრადუსამდეც მიაღწიოს - ამის შესახებ "რუსთავი 2-თან" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ ისაუბრა.

    "აგვისტოს თვის პროგნოზით, საშუალო ტემპერატურა გაიზრდება 2 გრადუსით. ცალკეულ დღეებში, შესაძლოა, ტემპერატურამ +39 +40 გრადუსს მიაღწიოს.

    წვიმა მოსალონდელია ნორმის ფარგლებში და ზოგან ნორმაზე მეტი. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლოა იყოს სეტყვაც. ივნისთან და ივლისთან შედარებით წვიმა იქნება ნაკლები," - აღნიშნა სვეტლანა ნიორაძემ.