სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ჩხოროწყუში ხიდის ჩანგრევას სატვირთოს მძღოლის სიცოცხლე ემსხვერპლა

    ჩხოროწყუში ხიდის ჩანგრევას სატვირთოს მძღოლის სიცოცხლე ემსხვერპლა
    9 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჩხოროწყუსა და გარახის უბნის დამაკავშირებელი ხიდის ჩანგრევას მსხვერპლი მოყვა. არსებული ინფორმაციით,უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ხიდზე სატვირთო ავტომობილი გადადიოდა. ჩანგრეულმა ხიდმა მოიყოლა სატვირთო ავტომობილი და ერთი პირი. მანქანა მდინარეში ჩავარდა და მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი უკვე ამოყვანილია. გარდაცვლილის ვინაობა დგინდება. იგი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მკვიდრი იყო.

    ხიდზე მინიშნებული ტრაფარეტით დაშვებული იყო 10 ტონამდე სიმძიმის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება. გავრცელებული ინფორმაციით კი ხიდიდან გადავარდნილი სატვირთო 40 ტონამდე იწონიდა.