სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელიც მშვიდობიანად აპროტესტებდა რუსეთის ახალ პროვოკაციას" - პრეზიდენტი კრუიზით რუსების შემსვლაზე

    "ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელიც მშვიდობიანად აპროტესტებდა რუსეთის ახალ პროვოკაციას" - პრეზიდენტი კრუიზით რუსების შემსვლაზე
    9 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გუშინ საქართველოში კრუიზით რუსები შემოვიდნენ. ისინი საქართველოს რუსეთის გუბერნიას უწოდებდნენ.

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო გემის შემოსვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. პრეზიდენტი პორტში საკრუიზო გემის შემოსვლას რუსეთის ახალ პროვოკაციას უწოდებს.

    როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირისთვის.

    „ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელიც მშვიდობიანად აპროტესტებდა რუსეთის ახალ პროვოკაციას - რუსული საკრუიზო ლაინერი სტუმრობს საქართველოს პორტს ბათუმში, მაშინ როცა პუტინი ბლოკავს მარცვლეულის გადაზიდვებს და აფერხებს თავისუფალ გადაადგილებას შავ ზღვაში. შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, უკრაინისა და ევროკავშირისთვის“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

    ცნობისთვის, საკრუიზო გემმა, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, ბათუმის ნავსადგური აქციის ფონზე დატოვა. აქციის მონაწილეები გემის შემოსვლას და ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების პოზიციებს აპროტესტებდნენ.